ანარქო-სინდიკალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: als:Anarchosyndikalismus |
No edit summary |
||
ხაზი 2:
[[ფაილი:Blkred flag.png|მინი|მარჯვნივ]]
'''ანარქო-სინდიკალიზმი'''
ანარქო-სინდიკალისტების მთავარი ამოცანაა, გაანადგურონ კაპიტალისტური სისტემა, რადგან ის მუშათა კლასის დამონების, ჩაგვრის მთავარ იარაღად მიაჩნიათ, გარდა ამისა, თვლიან, რომ სახელმწიფოს და კერძო საკუთრების არსებობის გამო ხდება საზოგადოების სხვადასხვა კლასებად დაყოფა. რალფ ჩაპლინის აზრით „“საერთო გაფიცვის“ მთავარი დანიშნულებაა, მუშათა კლასს მისცეს იმდენის მიღების საშუალება, რამდენსაც ისინი გამოიმუშავებენ. შრომის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს“.
გარდა ამისა, ანარქო-სინდიკალისტები სახელმწიფოს მიიჩნევენ მუშათა კლასის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზებულ სტრუქტურად. მათი აზრით , სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება კერძო საკუთრების, შესაბამისად ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად პრივილეგირებული ფენის დაცვაა. სხვა მემარცხენე ძალებისგან (მაგ. მარქსისტ-ლენინისტებისგან) განსხვავებით ანარქო-სინდიკალისტები უკუაგდებენ ყოველგვარი „მუშათა სახელმწიფოს“ იდეას და თეორიულადაც არ უშვებენ ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც დაიცავს მუშათა კლასის ინტერესებს. ანარქისტული ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომელზეც ანარქო-სინდიკალიზმია დაფუძნებული, მის მომხრეებს მიაჩნიათ რომ ძალაუფლება რყვნის ხელისუფლებას.
ანარქო-სინდიკალიზმის მთავარი პრინციპებია მუშათა სოლიდარობა, პირდაპირი მოქმედება და თვითორგანიზება. მუშათა სოლიდარობა გულისხმობს იმას, რომ ყველა მუშა, განურჩევლად სქესისა და ეთნიკურობისა, ერთნაირი წნეხის ქვეშაა მოქცეული და ყოველი ცვლილება, რომელიც შეეხება მუშათა გარკვეულ ნაწილს, აისახება მთელ მუშათა კლასზე. შესაბამისად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და დაუჭიროს მხარი საერთო მოძრაობას.
ხაზი 13:
ანარქო-სინდიკალისტებს მიაჩნიათ, რომ პირდაპირი მოქმედება - ანუ მოქმედება, რომელსაც უშუალოდ საზოგადოება შეასრულებს და მიმართული იქნება საერთო მიზნის მისაღწევად - საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გათავისუფლდეს სახელმწიფოს მარწუხებისგან. მეტიც, ანარქო-სინდიკალისტების აზრით, არცერთ მუშათა ორგანიზაციაში, რომლებიც იბრძვიან კაპიტალისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ უნდა არსებობდეს იერარქიული სტრუქტურა - ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ ორგანიზაციის წევრებმა უნდა მიიღონ.
რუდოლფ როკერი ანარქო სიდნიკალიზმის ერთ-ერთი ყვველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან ლონდონში ჩამოაყალიბა ებრაელ ემიგრანტ მუშათა გაერთიანება და მისი ინიციატივით დაიწყო 1912 წელს ტანსაცმლის ფაბრიკის მუშათა გაფიცვა. მან 1938 წელს გამოსცა ბროშურა „ანარქო-სინდიკალიზმი“, სადაც აღწერა ამ მოძრაობის ჩამოყალიბების ისტორია, მისი მიზნები და მნიშვნელობა.
|