შარლ III მსუქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''შარლ III (მსუქანი)''' (დ. [[13 ივნისი]], [[839]] — გ. [[13 იანვარი]], [[888]]) — [[კაროლინგების დინასტია|კაროლონგების დინასტიიდან]] [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]] 881-888 წლებში. იყო [[ლუდვიგ II გერმანელი]]ს უმცროსი შვილი, ასევე [[კარლოს დიდი]]ს შვილთაშვილი და ფრანკთა ერთიანი სამეფოს უკანასკნელი იმპერატორი.
 
ცხოვრების განმავლობაში, შარლი კაროლინგთა ყოფილი იმპერიის სხვადასხვა სამეფოს მმართველი იყო. [[876]] წელს მიღებული [[ალემანია|ალემანიის საფეოდალო]]ს შემდეგ, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო ორ ნაწილად დაიყო. ასევე, მან მიაღწია და უარი ათქმევინა თავის უფროს ძმას [[კარლმანიკარლომან ბავარიელი|კარლმანსკარლომანს]] ტახტზე, რადგანაც ინსულტის გამო უნარი წაერთვა. [[881]] წელს რომის პაპის [[იოანე VIII (პაპი)|იოანე VIII]]-ის მიერ შარლი იმპერატორად ეკურთხა, რის შემდეგაც ძმისგან [[ლუი ახალგაზრდა|ლუი ახალგაზრდისგან]] მემკვიდრეობით მიიღო ტერიტორიები ([[ბავარია]] და [[საქსონია]]), მომდევნო წელს კი ერთიანი [[აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო]] აღსდგა. [[884]] წელს, შარლის ბიძაშვილის, [[კარლომან II]]-ის გარდაცვალების შემდეგ, მან მემკვიდრეობით მიიღო მთელი [[დასავლეთ ფრანკთა სამეფო]] და აღსდგა [[კაროლინგების იმპერია|კაროლინგების იმპერიის]] მთლიანობა.
 
მიუხედავად ამისა, იმპერიის ერთიანობა არ აღმოჩნდა მყარი. [[887]] წლის ნოემბერში შარლის ძმისშვილმა [[არნულფ კარინტიელი|არნულფ კარინტიელმა]] მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და შარლი ჩამოცილებულ იქნა [[აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო]]ს, [[ლოთარინგია|ლოთარინგიისა]] და [[იტალია|იტალიის]] მმართველობისგან. მას შემდეგ, რაც ის აიძულეს მიეტოვებინა მართვის სადავეები, მისი გადადგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 888 წლის იანვარში შარლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. შარლის სიკვდილიდან უმალვე იმპერია დაიშალა და დაიყო ხუთ სამემკვიდრეო სამეფოდ, რის შემდეგაც ერთიანობა აღარასდროს აღმდგარა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_III_მსუქანი“-დან