წავკისისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
}}
'''წავკისისწყალი''' ('''''ლეღვთახევი''''') — [[მდინარე]] აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. სათავე აქვს [[მთაწმინდის ქედი]]ს [[უძო|უძოს მთის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1200 მ-ზე. სიგრძე 9 კმ, აუზის ფართობი 21,3 კმ².
[[მტკვარი|მტკვარს]] ერთვის მარჯვნიდან სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს [[გაზაფხული]]ს წყალდიდობა და ძლიერი წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.
საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.
 
წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში და ციცაბოკალთებიანი ხეობით გამოირჩევა. აქვს მეტწილად დაბალი ნაპირები. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში გაშენებულია [[თბილისის ბოტანიკური ბაღი]], სადაც ქმნის მაღალსა და მიმზიდველ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. ბოტანიკური ბაღის მიდამოებში მდინარეს გამომუშავებული აქვს საკმაოდ ღრმა და ვიწრო [[ხეობა]] (სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრი), რომლის გვერდები სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა შემოსილი. ხეობის გვერდებზე მიკრული მცენარეული დაჯგუფებები ხშირია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წავკისისწყალი“-დან