გამყინვარების პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: als:Eiszeitalter
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:IceAgeEarth.jpg|thumb|240პქ|დედამიწაზე გამყინვარების ანაბეჭდი („თეთრი სივრცეები“)]]
[[ფაილი:Northern icesheet hg.png|thumb|240პქ|მყინვარული საფარი მაქსიმალური გამყინვარების პერიოდში]]
'''გამყინვარების პერიოდი''' — [[დედამიწა|დედამიწის]] გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებში მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები (გამყინვარება), რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. მყინვარული ეპოქა არის დედამიწის ისტორიის დროის მონაკვეთი, როდესაც [[ჰავა|ჰავის]] საერთო შეფარდებითი აცივების ფონზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძალზე ცივი, მყინვარული და შედარებით თბილი, გამყინვარებათშორისი დროის მონაკვეთები.
 
მსხვილი გამყინვარება იწყება 450 მლნ. წლის წინ, გვიანდელ ორდოვიციულში. გვიანდელ, ორდოვიციულშისადაც სამხრეთ პოლუსი იმყოფებოდა თანამედროვე [[საჰარა|საჰარის ტერიტორიაზე]]. აქვე განვითარდა დიდი სისქის გამყინვარება, რომლის მყინვართა ფარები სისქეში 2 კმ-ს აღწევდნენ. გამყინვარება საგრძნობლად ასიმეტრიული იყო და მოიცავდა [[სამხრეთი ნახევაესფერო|სამხრეთ ნახევარსფეროს]] დიდ ტერიტორიას.
 
პლიოცენის დასაწყისში (5 მლნ. წლის წინ) დაიწყო დათბობა, რომელმაც გამოიწვია [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] ყინულოვანი ფარისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთის მყინვარების დნობა. დაახლოებით 3,3 და 3,2 მლნ. წლის წინ დაიწყო ახალი გლობალური აცივება, რომელიც ხასიათდებოდა [[კლიმატი]]ს არასტაბილური მკვეთრი ზრდით. ძლიერ აცივებას მოყვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყინვარული საფრების გაჩენა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ოკეანის დონის ვარდნა, რასაც მოჰყვება [[ხმელეთი]]ს მნიშვნელოვანი უბნების გაშიშვლება.