ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
| synonyms =<center>'''''Equus mulus'''''
}}
'''ჯორი''' (სინონიმური ლათინური სახელწოდება: Equus mulus) — შინაური ცხოველი, ფაშატი [[ცხენი]]სა და მამალი [[ვირი]]ს ნაჯვარი ანუ [[ჰიბრიდი]]. როგორც წესი, ჯორი უნაყოფოა. გარეგნულად ჰგავს ორივე მშობელს. გამოირჩევა სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით (30-40 [[წელი]]) და დაავადებებისადმი ნაკლები ამთვისებლობით, [[აკლიმატიზაცია|აკლიმატიზაციის]] კარგი უნარით, კვებისა და მოვლა-პატრონობისადმი ნაკლები მომთხოვნელობით. ითვლება, რომ ჯორი არის "უფრო მომთმენი და სტაბილური გამწევი", ვიდრე ცხენი და "ნაკლებ ჯიუტი, უფრო სწრაფი და უფრო მეტი ინტელექტის მქონე, ვიდრე ვირი"<ref>Jackson, Louise A. The Mule Men: A History of Stock Packing in the Sierra Nevada, p. 5 (Mountain Press Publishing Co, Missoula, Montana, 2004). ISBN 0-87842-499-7</ref>.
 
იყენებენ მთიანი, დასერილი რელიეფის ადგილებში სასაპალნედ და შესაბმელად. [[მეჯორეობა]] განვითარებულია აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ეს ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ჩვენს რეგიონშიც, [[ამიერკავკასია]]ში და [[საქართველო]]ში.
ხაზი 25:
==მორფოლოგია==
 
საშუალოდ, ჯორის წონა ცვალებადობს 370 და 460 კილოგრამს შორის<ref>^ "Mule". The Encyclopaedia Britannica: A Dictionary of Arts, Sciences, and General. XVII. Henry G. Allen and Company. 1888. pp. 15.</ref>. ინდივიდსაც გააჩნია, მაგრამ კარგად ნავარჯიშებ ჯორს შეუძლია ატაროს 72 [[კილოგრამი]] [[ტვირთი]] და შეუსვენებლად იაროს 26 [[კილომეტრი]] მანძილი<ref>"Beasts ease burden of quake victims". BBC News. 2005-10-19. Retrieved 2010-04-06.</ref>. რომ განვაზოგადოთ, ჯორს შეიძლება ავკიდოთ ტვირთისაპალნე, რომელიც შეადგენს მისი სხეულის წონის 20%-ს ანუ დაახლოებით 70-90 კილოგრამს<ref>"More With Wayne Carlton On Elk Hunting" Hunter Specialties. Web site accessed June 1, 2009.</ref>. შედარებისათვის, საშუალოდ ცხენს შეუძლია ატაროს თავისი წონის 30% ცოცხალი ტვირთის, მხედარის სახით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჯორი ახერხებს ცოცხალი ტვირთის ტარებას 160 კილოგრამ წონამდე და გამძლეობაშიც კი სჯობნის ცხენებს<ref>American Endurance Ride Conference (November 2003). "Chapter 3, Section IV: Size". Endurance Rider's Handbook. AERC. Retrieved 2008-08-07.</ref>.
 
==ნაყოფიერება==
 
ჯორის მშობლები, ცხენი და ვირი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ, ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვით; ცხენს გააჩნია 64 [[ქრომოსომა]] და ვირს კი _ 62 (ანუ 32 და 31 წყვილი, შესაბამისად; შედარებისათვის, ადამიანს გააჩნია 23 წყვილი ქრომოსომა). პირველი თაობის (F1) ჰიბრიდებიდან ჯორი უფრო იოლად მიიღება, ვიდრე [[ჯორცხენა]] (სანაშენე აჯილღა ცხენისა და ჭაკი ვირის შთამომავალი): ჭაკი ვირები ძალიან იშვიათად ახერხებენ ცოცხალი ჯორცხენის გაჩენას. ჯორს და ჯორცხენას 63 ქრომოსომა აქვთ, ანუ საშუალო მშობლების ქრომოსომათა რიცხვებს შორის. მშობლებიდან ჯორცხენა უფრო მეტად გავს ცხენს, ვიდრე ჯორი. ქრომოსომათა განსხვავებული სტრუქტურა და რაოდენობა, ასევე, მათი კენტი რიცხვი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქრომოსომებს მეიოზის[[მეიოზი]]ს დროს სწორ დაწყვილებასა და ნორმალური [[გამეტა|გამეტების]] წარმოქმნაში, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოს ხდის.
 
ლიტერატურაში არაა აღწერილი რომელიმეარცერთი შემთხვევა, რომ ულაყი ჯორი ნაყოფიერი გამომდგარიყოს. რამდენიმე ფაშატმა ჯორმა კი ნამდვილად მოგვცა შთამომავლობა სუფთა სისხლის ცხენთან ან ვირთან შეჯვარების დროს. [[ჰეროდოტე]] აღწერს მსგავს შემთხვევას, რომელიც ქსერქსესთვის ძვ. წ. აღ-ით 480 წელს საბერძნეთის დაპყრობის გზაზე ცუდ ნიშნად ჩაითვალა: "ქალაქ სარდეში ჯორმა ჩოჩორი გააჩინა"<ref>ჰეროდოტე, "ისტორია", 7:57</ref>.
 
1527 წლიდან მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა იქნა აღწერილი ფაშატი ჯორების მიერ ჩოჩრების დაბადებისა. ბოლოს 2007 წელს ფაშატმა ჯორმა, სახელად ქეითმა, დაბადა მამალი [[ჩოჩორი]] კოლორადოში. ტესტირებული იქნა სისხლისა და ბეწვის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც სარწმუნოდ დადასტურდა მათი დედა-შვილობის ფაქტი.
 
==ჯორის კლონი==
 
2003 წელს [[აიდაჰო]]ს უნივერსიტეტისა და [[იუტა]]ს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყვანეს პირველი [[კლონი]]რებული ჯორი, როგორც აიდაჰოს პროექტის ნაწილი. მკვლევართა ჯგუფში შედიოდა გორდონ ვუდსი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა პროფესორი, კენეთ ლ. უაითი, მეცხოველეობის პროფესორი და დირკ ვანდერუოლი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა ასისტენტი-პროფესორი. პატარა ჩოჩორი, აიდაჰოს ჯავარი (Idaho Gem), დაიბადა [[2003]] წ. 4 მაისს. ეს იყო ჰიბრიდული ცხოველის [[კლონირება|კლონირების]] პირველი შემთხვევა. მშობიარობის შემდეგ მალევე ჩატარდა სუროგატი დედისა და ახალდაბადებული ჩოჩრის ჯანმრთელობის შემოწმება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ჩოჩრის [[დნმ]] მოდიოდა ნაყოფის[[ნაყოფი]]ს უჯრედული კულტურიდან, რომელიც აიდაჰოს უნივერსიტეტში [[1998]] წელს აიღეს.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯორი“-დან