ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
 
1527 წლიდან მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა იქნა აღწერილი ფაშატი ჯორების მიერ ჩოჩრების დაბადებისა. ბოლოს 2007 წელს ფაშატმა ჯორმა სახელად ქეითმა დაბადა მამალი ჩოჩორი კოლორადოში. ტესტირებული იქნა სისხლისა და ბეწვის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც სარწმუნოდ დადასტურდა მათი დედა-შვილობის ფაქტი.
 
 
==ჯორის კლონი==
 
2003 წელს აიდაჰოს უნივერსიტეტისა და იუტას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყვანეს პირველი კლონირებული ჯორი, როგორც აიდაჰოს პროექტის ნაწილი. მკვლევართა ჯგუფში შედიოდა გორდონ ვუდსი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა პროფესორი, კენეთ ლ. უაითი, მეცხოველეობის პროფესორი და დირკ ვანდერუოლი, მეცხოველეობისა და ვეტერინარულ მეცნიერებათა ასისტენტი-პროფესორი. პატარა ჩოჩორი, აიდაჰოს ჯავარი (Idaho Gem), დაიბადა 2003 წ. 4 მაისს. ეს იყო ჰიბრიდული ცხოველის კლონირების პირველი შემთხვევა. მშობიარობის შემდეგ მალევე ჩატარდა სუროგატი დედისა და ახალდაბადებული ჩოჩრის ჯანმრთელობის შემოწმება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ჩოჩრის დნმ მოდიოდა ნაყოფის უჯრედული კულტურიდან, რომელიც აიდაჰოს უნივერსიტეტში 1998 წელს აიღეს.
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯორი“-დან