ცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ცელს გააჩნია ხის [[ტარი]], რომლის სიგრძე დაახლოებით 170 სანტიმეტრს შეადგენს (საშუალოდ შეესაბამება [[ადამიანი]]ს სიმაღლეს), ხანდახან [[ლითონი]]ს ან პლასტიკური მასალის ტარსაც იყენებენ. ტარი შეიძლება იყოს სწორი ან სიგმოიდური ფორმისა. კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიებს სამგანზომილებიან სივრცეში გააჩნიათ სიმრუდეები, რაც უკეთ შეესაბამება ერგონომიულ დიზაინს. ტარს გააჩნია ორი [[სახელური]], რომელიც მასთან მართი კუთხით არის დამაგრებული, ერთი _ ზედა მესამედში და ერთიც _ დაახლოებით ტარის შუაში. ქვედა ბოლოზე დამაგრებულია გრძელი, ოდნავ მორკალული მჭრელი პირი, დაახლოებით 60-90 [[სანტიმეტრი]] სიგრძისა, ისიც ტარის მართობულად. ცელი ძირითადად მზადდება მემარჯვენე მუშაკებზე გათვლით, სწორი დაჭერის დროს ტარის მარცხნივ მდებარეობს მჭრელი პირი და მთიბავი თიბავს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სწრაფი მოძრაობებით. თეორიულად, შეიძლება დამზადდეს ცაციებისათვის მოსახმარებელი ცელი და ცაცია მუშაკი გათიბავს საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობებით.
 
[[ფაილი:Scythe user.png|thumb|200px|ცელის გამოყენება]]
==გამოყენება==
 
ცელის საშუალებით მუშაობას თიბვას უწოდებენ. ზმნა "ცელვა", "მოცელვა" ქართულში ოდნავ სხვა აზრით გამოიყენება: წაქცევა უეცარი ბიძგის ან ფეხებიდან საყრდენის უეცრად გამოცლის საშუალებით. თიბვა მემარჯვენეებისათვის შემდეგნაირად ხორციელდება: ზედა სახელურზე მაგრდება მარცხენა ხელი, შუა სახელურზე _ მარჯვენა და თითქმის გაშლილი ხელებით, ისე რომ მჭრელი პირი მიწის ზედაპირის პარალელური რჩება, მთიბავი (ხშირად მთელი ტორსის დახმარებით) სწრაფად ამოძრავებს ცელს მარჯვნიდან მარცხნისკენ. ცელი გრძელ რკალს შემოწერს და მთიბავის მარცხნივ აგროვებს მოთიბულ ბალახს. თიბვა ხორციელდება მდგრადი რიტმის შენარჩუნებით; ეს მეტად დამღლელი და დიდი ენერგიის ხარჯვით მიმდინარე პროცესია. მთიბავი ხშირად ისვენებს და ამ დროით სარგებლობს მჭრელი პირის გალესვისთვის. სწორი ტექნიკა მდგომარეობს რკალების საშუალებით ბალახის თანაბარი ფართობის მოთიბვაში. დამწყებების ხშირი შეცდომაა სწორი კუთხით, მართკუთხედის ფართობზე მოთიბვა, რაც გაცილებით დამღლელი და არაეფექტურია. ნიადაგთან ძალიან ახლოს თიბვამ შეიძლება დააბინძუროს ცელის პირი და მალე დააბლაგვოს იგი. დიდი გამოცდილება და სიმარჯვეა საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგიდან თანაბარ და ეფექტურ დისტანციაზე გვეკავოს ცელის პირი თიბვისას.
 
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცელი“-დან