ცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ცელს გააჩნია ხის ტარი, რომლის სიგრძე დაახლოებით 170 სანტიმეტრს შეადგენს (საშუალოდ შეესაბამება ადამიანის სიმაღლეს), ხანდახან მეტალის ან პლასტიკური მასალის ტარსაც იყენებენ. ტარი შეიძლება იყოს სწორი ან სიგმოიდური ფორმისა. კიდევ უფრო დახვეწილი ვერსიებს სამგანზომილებიან სივრცეში გააჩნიათ სიმრუდეები, რაც უკეთ შეესაბამება ერგონომიულ დიზაინს. ტარს გააჩნია ორი სახელური, რომელიც მასთან მართი კუთხით არის დამაგრებული, ერთი _ ზედა მესამედში და ერთიც _ დაახლოებით ტარის შუაში. ქვედა ბოლოზე დამაგრებულია გრძელი, ოდნავ მორკალული მჭრელი პირი, დაახლოებით 60-90 სანტიმეტრი სიგრძისა, ისიც ტარის მართობულად. ცელი ძირითადად მზადდება მემარჯვენე მუშაკებზე გათვლით, სწორი დაჭერის დროს ტარის მარცხნივ მდებარეობს მჭრელი პირი და მთიბავი თიბავს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სწრაფი მოძრაობებით. თეორიულად, შეიძლება დამზადდეს ცაციებისათვის მოსახმარებელი ცელი და ცაცია მუშაკი გათიბავს საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობებით.
 
[[კატეგორია:სოფლისსასოფლო-სამეურნეო მეურნეობის იარაღიიარაღები]]
 
[[ar:المنجل]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცელი“-დან