ედუარდ ჯენერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
NuuuuKaaaaa-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Xqbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 6:
== ვაქცინა ==
 
ჯენერმა შეამჩნია, რომ ფერმერები, რომლებსაც ძროხებისგან გადაედოთ ყვავილი, შემდგომში ამ დაავადებით აღარ ავადდებოდნენ. არმოჩნდა , რომ ძროხებისთვის დამახასიათებელია ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმა.ჯენერმა დაასკვნა, რომ ფერმერბს, რომლებმაც ყვავილის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ამ დაავადების მიმართ გამოუმუშავდათ იმუნიტეტი და ამიტომ მათთვის საშიში უკვე აღარ იყო. 179 წლის 14 მაისს ჯენერმა პირველი აცრა 0 8 წლის ჯეიმს ფიპს შეუყვანა ყვავილით დაავადებული ძროხის გამონაყარიდან აღებული სითხე, რის შემდეგაც ბავშვი ყვავილით აღარ დაავადდა. ამით ჯენერმა პირველმა დაადგინა ვაქცინაციის უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ვაქცინა- (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა) – მიკრობებისაგან მიღებული პრეპარატიa, რომლითაც უცრიან ადამიანებსა და ცხოველებს ინფექციურ დაავადeბათა წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად. ვაქცინა პირველად 1796წ. გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა ე.ჯენერმა, რომელიც ყვავილით დაავადებისაგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს (აქედან სახელწოდება ვაქცინა). განარჩევენ ცოცხალ,დახოცილ,ქიმიურ ვაქცინებს და ანატოქსინს.
ცოცხალ ვაქცინებს ამზადებენ სპეციალურად დასუსტებული მიკროორგანიზმების კულტურისგან, რასაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია, მაგრამ გამრავლებისა და იმუნიტეტის გამომუშავების უნარი შენარჩუნებული აქვს. პირველი ცოცხალი ვაქცინა ჯილეხის (1881) და ცოფის (1885) წინააღმდეგ შექმნა ფრანგმა მეცნიერმა -ლ.პასტერმა. 1926 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ა.კალმეტმა და კ.გენერმა შექმნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რისმა გამოყენებამაც საგრძნობლად შეამცირა ტუბერკულოზით ავადობა. მრავალი ცოცხალი ვაქცინა მიიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა : ბრუცელოზის, პარტახტიანი ტიფის ,გრიპის წინააღმდეგ და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური პრეპარატია. როგორც წესი ცოცხალი ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი.
დახოცილ ვაქცინებს ამზადებენ ფიზიკური ან ქიმიური მეთოდებით დახოცილი მიკროორგანიზმებისგან. დახოცილ ვაქცინებს დაცვითი თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული, ამიტომ იმუნიტეტი ვითარდება მხოლოდ იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.
ქიმიური ვაქცინა ბაქტერიული უჯრედებისგან ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერებაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის გამომწვევი ძირითადი კომპონენტები.ნაწლავთა ინფექციების საწინააღმდეგო ქიმიური ვაქცინების გამოყენება პირველად დაიწყეს 1941 წელს პოლივაქცინის სახით.ქიმიურ ვაქცინებს იყენებენ B პარატიფის, მუცლის ტიფის, რიკეტსიოზების წინააღმდეგ, ანატოქსინების შეყვანის შემდეგ. იმუნიტეტის განვითარება დაკავშირებულია სისხლში ანტისხეულების გაჩენასთან, რომლებიც ანეიტრალებენ ამა თუ იმ ტოქსინის მოქმედებას. ანატოქსინი პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა გ.რამონმა 1923-26 წლებში.
ვაქცინა შეიძლება დამზადდეს ერთი ინფექციის გამოწვევისგან - ე.წ. მონოვაქცინა, ან ორი ან მეტი გამომწვევი კომბინაციით - პოლივაქცინა. პოლივაქცინის გამოყენებისას იმუნიტეტი გამომუშავდება ერთდროულად რამდენიმე ინფექციისადმი. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის წესი სხვადასხვაგვარია : ცოცხალი ვაქცინის შეყვანის დროს ეს წესი მიკრობის ორგანიზმში მოხვედრის ბუნებრივ გზებთანაა დაკავშირებული- მაგ: პოლიომილეტის ვაქცინა შეჰყავთ პირიდან,გრიპის-ცხვირის ღრუდან, ყვავილის, ჯილეხისა და ტულარემიის - კანის ზედაპირიდან, ბრუცელოზის - კანიდან. დახოცილი ვაქცინები და ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. ცოფის სამკურნალოდ იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რაც ამ სასკივდილო დაავადებისგან ადამიანის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ზოგიერთი ქონიკული ანთებითი დაავადების სამკუნრალოდ იყენებენ ავტოვაქცინებს.
ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისა და კლასიფიკაციის პრინციპი იგივეა, რაც სამედიცინო ვაქცინისა. სავეტერინარო პრაქტიკაში იხმარება შემდეგი ცოცხალი ვაქცინები: ჯილეხის წინააღმდეგ, ღორის წეთელი ქარის წინააღმდეგ, ბრუცელოზის, აგრეთვე ქათმის ქოლერის და ყვავილის დაავადებათა წინააღმდეგ.დახოცილ ვაქცინას იყენებენ ცხოველის 20-ზე მეტი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის. ზოგიერთი ვაქცინა პირველად საქართველოში მიიღეს. მაგალითად ა.თოიძემ მიიღო თხის ფსევდომონოზური მასტიტის საწინააღმდეგო ვაქცინა , ასევე ალუმინის ჰიდროჟანგის ფორმოლვაქცინა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარდ_ჯენერი“-დან