ნინევია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 3:
'''ნინევია''' (ასირიულ-აქადურად: ''ნინუა'') [[ასურეთი]]ს უძველესი და უმნიშვნელოვანესი [[ქალაქი]]. მდებარეობდა მდინარე [[ტიგრი]]ს მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქ. [[მოსული|მოსულის]], [[ერაყი]], ადგილას. [[ასურბანიფალი]]ს ბრძანებით ნინევიაში მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა დაარსდა.
მის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა [[ძვ. წ. V
ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა მეფის სასახლე, განახლდა [[იშთარი]]ს, ხოლო ახლად აიგო ღვთაება [[ნაბუ]]ს ტაძარი. მეფე [[ასურბანიფალი]]ს დროს, მისივე ბრძანებით ნინევიაში შეიქმნა იმ დროისათვის უდიდესი და უნიკალური [[ბიბლიოთეკა]], რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა 30 ათასი [[ლურსმული დამწერლობა|ლურსმულად]] ნაწერი თიხის ფირფიტა. [[ძვ. წ. 612]] წელს ბაბილონის მეფე [[ნაბუფალასარი]]სა და მიდიის მეფე [[კიაქსარი]]ს გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია. ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 40-იანი წლებიდან [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად გამოვლენილ და შესწავლილ იქნა [[სინახერიბი]]სა და ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები.
==რესურსები ინტერნეტში==
|