ტროგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Lauterbrunnental.2008.jpg|მინი|300პქ|ტროგის ტიპური მაგალითი]]
'''ტროგი''', '''მყინვარული ხეობა''' ({{lang-de|Trog}} – ვარცლი) — [[მყინვარი]]ს მიერ გამომუშავებული მაღალმთიანეთის [[ხეობა]], რომელიც გამოირჩევა ვარცლისებრი მოხაზულობით (U-სებრი) და დამუშავებულია [[მყინვარი]]ს მიერ. ტროგული [[რელიეფი]] განეკუთვნება ძველი გამყინვარების [[რელიეფის ფორმები|რელიეფის ფორმებს]], რომელიც გავრცელებულია [[მსოფლიო]]ს მრავალ ადგილას (გამყინვარების მხარეებში). ტროგი სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად იქმნება მყინვარული ეროზიის — დახვნის შედეგად.
 
დამახასიათებელია ფართო ძირი და ციცაბო ფერდობები. წარმოადგენს [[მთა|მთის]] [[ხეობა]]ს, რომელშიც მოძრაობდა [[მყინვარი]] და რომელმაც გამოიმუშავა ალუვიური ტერასები და ბრტყელი [[კალაპოტი]]. ხშირად ჩაკეტილია [[ცირკი (გლაციოლოგია)|მყინვარული ცირკებითა]] და [[მორენა|მორენებით]]. იქ, სადაც მყინვარი აღწევს ან აღწევდა ზღვის დონეს ტროგული ხეობა გრძელდება [[ფიორდი]]ს სახით, რომელიც თავის მხრივ, [[ზღვა|ზღვითაა]] დაძირული. ტიპური ტროგული ხეობები ფართოდ არის გავრცელებული [[ალპები|ალპებსა]] და [[კავკასია]]ში. [[შუა აზია]]ში ტროგი სუსტად არის გამოხატული. აქ, მყინვარების გიგანტური ზომების მიუხედავად, რელიეფში მთავარი ადგილი მაინც გადარეცხვის ეროზიულ ფორმებს უკავია. სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად ტროგი [[ეგზარაცია|ეგზარაციის]] შედეგია. ყველაზე დიდი ტროგები სიგრძით რამდენიმე ასეულ კმ-ს აღწევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტროგი“-დან