მოკავშირეთა ომი (ძვ. წ. 91-87): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|შენიშვნა=
}}
'''მოკავშირეთა ომი''', ''მარსის ომი''<ref>მარსის ომი ეწოდა მარსების ტომის აქტიური როლის გამო</ref> – [[იტალიკები]]ს აჯანყება [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] წინააღმდეგ. მიმდინარეობდა [[ძვ. წ. 91]]–[[ძვ. წ. 88|88]] წწ. აჯანყების მიზეზი გახდა [[რომის სენატი]]ს უარი იტალიკებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აჯანყებულებმა თავიანთ კავშირს „იტალია“ უწოდეს. კავშირს სათავეში ხუთასთა საბჭო ედგა. აჯანყებულებს შეუერთდნენ რომაელ კოლონისტთა დაბალი ფენები, პროვინციელები. რომაელები დათმობაზე წავიდნენ: ლ. იულიუსის კეისრის კანონით [[ძვ. წ. 90]] წელს რომაელებმა მოქალაქეობის უფლებები მიანიჭეს ტომებს, რომლებიც აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ (ასეთები იყვნენ [[უმბრები]] და [[ეტრუსკები]]), მაგრამ აჯანყებულები გააფთრებით იბრძოდნენ. მაშინ რომაელებმა მოქალაქეობის მინიჭება აღუთქვეს ყველას, ვინც 60 დღეში იარაღს დაყრიდა. მოქალაქეობის უფლება მისცეს აგრეთვე [[ციზალპური გალია|ციზალპურ გალიას]]. ამან გათიშა აჯანყებულთა რიგები და [[ძვ. წ. 88]] წლის ზაფხულში რომაელებმა იტალიკების წინააღმდეგობა დაძლიეს. რომაელებმა მოქალაქეობა მისცეს ყველა იტალიკურ ტომს, მაგრამ იმგვარად, რომ მათ ფაქტობრივად არავითარი სოციალურ-პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდათ. ყველა იტალიკური თემი პრაქტიკულად რომის მუნიციპიუმი გახდა. მოკავშირეთა ომმა რომის პოლისური ორგანიზაცია შეარყია, დააჩქარა იტალიის ლათინიზაციისა და იტალიელი ხალხის ცამოყალიბების პროცესი.
 
==იხილეთ აგრეთვე==