ერნან კორტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
 
[[ტენოჩტიტლანი|ტენოჩტიტლანში]] ესპანელები შევიდნენ [[1519]] წლის 8 ნოემბერს, რომელთაც თავაზიანი დახვედრა მოუწყო აცტეკთა [[ტლატოანი|ტლატოანმა]] [[მონტესუმა II]]-მ. მონტესუმამ კორტესი დააჯილდოვა მდიდრული ოქროს ნივთებით, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ესპანელებში ამ ქვეყნის დაპყრობის სურვილი.
 
1520 წლის ივნისში, [[მექსიკის ყურე|მექსიკის ყურის]] სანაპიროებიდან მოვიდა ცნობა, რომ კუბის გუბერნატორის, ველასკესის მიერ გამოგზავნილ იქნა ესპანელთა რაზმები ურჩი კორტესის შესაჩერებლად და დასატყვევებლად. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, კორტესი ტენოჩტიტლანში ტოვებს თავის უერთგულეს ლეიტენანტ [[პედრო დე ალვარადო]]ს და თვითონ რაზმთან ერთად მიემართება სანაპიროსაკენ, სადაც ის სასტიკად ამარცხებს ესპანელტა რაზმებს. დამარცხებულ ჯარისკაცებს კორტესი უყვება [[ოქრო]]ს ქალაქის – [[ტენოჩტიტლანი]]ს შესახებ და ისინიც, სიმდიდრეს დახარბებულნი, სასწრაფოდ უერთდებიან კორტესს.
 
==მწუხარების ღამე და ტენოჩტიტლანის დაცემა==
{{მთავარი|მწუხარების ღამე}}
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ყავდათ არჩეული – [[კუიტლაუაკი]]. სულ ცოტა ხნის შემდეგ, [[აცტეკები|აცტეკებმა]] ალყა შემოარტყეს [[მონტესუმა II|მონტესუმას]] სასახლეს, სადაც [[ესპანელები]] იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
 
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.
 
[[1520]] წლის [[30 ივნისი]]ს ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო. ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და [[ტბა]]ში დაახრჩო.
 
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.
 
საბოლოოდ [[1521]] წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა [[კუაუტემოკი|კუაუტემოკმა]]. ქალაქის დაცემის შემდეგ იგი ესპანელებმა შეიპყრეს, აწამეს და მოკლეს. 13 აგვისტოს [[კუაუტემოკი]]ს დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს. [[1524]] წლამდე კორტესი ერთპიროვნულად განაგებდა მექსიკას.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერნან_კორტესი“-დან