სამანი (ორგანიზაცია): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ 94.100.238.246-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
||
ხაზი 1:
{{მმ*|სამანი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''„სამანი“''' (''საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები''), იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროინდელ [[საქართველოს სსრ|საბჭოთა საქართველოში]], რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
„სამანი“ 1942 წ. შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა [[ბაცბები|წოვა-თუშმა]] პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს პროფესორი [[მიხეილ ზანდუკელი (პედაგოგი)|მიხეილ ზანდუკელი]] თავკაცობდა. 1941 წ. სექტემბერში ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს. 1942 წ. შემოდგომაზე რეპრესიებს გადარჩენილმა „სამანელებმა“ [[თბილისი]]დან თავი დააღწიეს და [[კახეთი|კახეთს]], 1942 წ. ადრიან გაზაფხულზე კი [[თუშეთი|თუშეთს]] შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და [[ჩეჩნეთი]]ს მთიანეთში მოქმედ ანტი-საბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. მთავრობამ მთა-თუშეთში გამაგრებული „სამანელების“ წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნა [[თელავი]]ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი [[ჩეკა|ჩეკისტის]] ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მ.შ. ბობღიაშვილი, 1944 წ. მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.
== ლიტერატურა ==
*''ცოცანიძე, გ''., თუშური ქრონიკები: მენშევიკური პერიოდი; სამანელები. თბ., 2004. ISBN 99940-16-70-9
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]]
[[კატეგორია:თუშეთი]]
|