რეზერფორდ ჰეისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: sk:Rutherford B. Hayes
No edit summary
ხაზი 51:
'''რეზერფორდ ბირჩარდ ჰეისი''' ({{lang-en|Rutherford Birchard Hayes;}} დ. [[4 ოქტომბერი]], [[1822]] — გ. [[17 იანვარი]], [[1893]]) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და სამხედრო. [[აშშ]]-ის მე-19 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1877]]-[[1881]] წლებში, [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელი]].
 
ჰეისმა იურიდიული განათლება მიიღო, მან კენიონ კოლეჯი და ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა. ლოუერ სენდასკიში სამართლის ხუთწლიანი პრაქტიკის შემდეგ [[ცინცინატი|ცინცინატში]] ადვოკატად მუშაობდა, სადაც სახელი გაითქვა როგორც ახალგაზრდა ვიგების ადვოკატმა. როგორც [[აბოლიციონიზმი|აბოლიციონისტი]] იგი [[ამერიკის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] დროს ჩრდილოეთის ჯარებს მოხალისედ შეუერთდა და მალე [[ბრიგადის გენერალი]] გახდა. ომის შემდეგ იგი [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|წარმომადგენელთა პალატის]] წევრი იყო [[ოჰაიოს შტატი|ოჰაიო]]დან, ასევე [[ოჰაიოს შტატი|ოჰაიოს]] გუბერნატორი [[1868]]-[[1872]] და [[1876]]-[[1877]] წლებში. იგი [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1876)|1876 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]], რომელიც აშშ-ის ყველაზე საკამათო არჩევნები იყო, რესპუბლიკელთა ნომინაციით მონაწილეობდა. არჩევნებში მოსახლეობის ხმების უმრავლესობა [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატთა]] კანდიდატმა [[სემუელ ტინდენი|სემუელ ტინდენმა]] მიიღო, თუმცა [[აშშ-ის კონგრესი|კონგრესის]] კომისიის გადაწყვეტილებით [[ამომრჩეველთა კოლეგია (აშშ)|ამომრჩეველთა კოლეგიის]] 20 სადავო ხმა ჰეისს მიენიჭა, რამაც მას არჩევნებში ერთი ხმით გაამარჯვებინა.
 
პრეზიდენტობის დროს მან ომის შემდგომი [[რეკონსტრუქცია]] დაასრულა. ჰეისი სამხრეთში ფერადკანიანთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, მაგრამ ამასთანავე „ბრძნული, გულწრფელი და მშვიდობიანი ადგილობრივი თვითმმართველობის“ აღდგენასაც მოუწოდებდა. მისი ბრძანებით იუნიონის ჯარებმა სამხრეთის შტატები დატოვეს. ჰეისმა წინასწარ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ვადით იმსახურებდა. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1880)|1880 წლის არჩევნებში]] მას მეორე ვადით პრეზიდენტობა არ უცდია. 1881 წელს სპიგელ გროუვის საკუთარ სახლში, ოჰაიოში გადავიდა საცხოვრებლად. 1893 წელს ჰეისი გარდაიცვალა.
 
{{Commons|Rutherford B. Hayes|რეზერფორდ ჰეისი}}