თუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ta:வார்ப்பிரும்பு
ხაზი 6:
თუჯი [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] [[ბრძმედი|ბრძმედში]] გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი პროდუქტია. დანიშნულების მიხედვით თუჯი სხვადასხვაგვარია. გადასამუშავებელს იყენებენ ფოლადის მისაღებად. მაგალითად: [[ბესემერის პროცესი|ბესემერის თუჯი]], რომლისგანაც ფოლადი [[ბესემერი|ბესემერის]] [[კონვერტერი|კონვერტერში]] მიიღება. კონვერტერის ამონაგისა და [[წიდა|წიდის]] მჟავური თვისებების გამო გაქრევის პროცესში, თუჯიდან შეუძლებელია ფოსფორისა და გოგირდის მოცილება, ამიტომ ბესემერის თუჯში ამ მავნე მინარევების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს ( არა უმეტეს 0,07% P და 0,06% S), ასეთი თუჯი შეიძლება გამოვადნოთ მხოლოდ განსაკუთრებული მცირეფოსფორიანი და მცირეგოგირდიანი მადნებიდან. სამსხმელოს იყენებენ მოყვანილი სხმულების წარმოებისთვის.
 
სპეციალურს ანუ ბრძმედის [[ფეროშენადნობები|ფეროშენადნობებს]] ([[ფერომანგანუმი]], [[ფეროსილიციუმი]], [[სარკისებრი თუჯი]] და სხვა) - [[ფოლადი|ფოლადისა]] და თუჯის [[ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები|ჟანგვისა]] და [[ლეგირება|ლეგირებისთვის]]. თუჯს, რომელისრომლის სტრუქტურაში ნახშირბადი [[გრაფიტი|გრაფიტის]] სახითაა, '''რუხი თუჯი''' ეწოდება. ხოლო თუ [[ცემენტიტი|ცემენტიტის]] ანუ [[რკინის კარბიდი|რკინის კარბიდის]] (Fe3C) სახით - '''თეთრი თუჯი'''. რომელშიც წარმოიქმნება ცემენტიტისა და [[ფერიტი|ფერიტის]] ადვილდნობადი [[ევტექტიკა]], რომელსაც [[ლედებურიტი]] ეწოდება. FeC შენადნობის სტრუქტურაში ლედებურიტის და ცემენტიტის რაოდენობის გაზრდის შედეგად თუჯი ხდება უფრო თეთრი, სალი და მყიფე, ხოლო გრაფიტის რაოდენობის გადიდებისას რუხი და რბილი. რუხ თუჯს (მაღალსილიციუმიანს) ფოლადთან შედარებით აქვს კარგი სამსხმელო თვისებები (მაღალი თხელდენადობა, მცირე ჩაჯდომა, დნობის დაბალი ტემპერატურა, ხანგრძლივი [[კრისტალიზაცია|დაკრისტალების]] პერიოდი და სხვა). მას ფართოდ იყენებენ [[მანქანათმშენებლობა|მანქანათმშენებლობაში]], სხვადასხვა ზომისა და მასის მოყვანილი სხმულების დასამზადებლად. მისი მექანიკური თვისებები ძირითადად დამოკიდებულია გრაფიტის სტრუქტურაზე. მის [[მორფოლოგია|მორფოლოგიაზე]], შემდეგ კი ლითონის ფუძის სტრუქტურაზე. რუხი თუჯის ლითონური ფუძის სტრუქტურა გრაფიტის ჩანართებით დაზიანებული ფოლადების სტრუქტურის ანალოგიურია.
 
თუჯის ქიმიურ შემადგენლობის შერჩევით, მცირეოდენი სპეციალური ელემენტების (Mn, Mg, Si, I, Ce, და სხვა) მიმატებით (მოდიფიცირებით) ღებულობენ ლითონის ფუძის და გრაფიტის სასურვრლ სტრუქტურას, გარკვეული ფორმის (ფირფიტოვანი, ბურთულოვანი) გრაფიტის ჩანართებს. გავრცელებულია ფირფიტოვანი გრაფიტის ჩანართებიანი რუხი თუჯი. და ბურთულოვანი გრაფიტის ჩანართებიანი მაღალი სიმტკიცის რუხი თუჯი. ეს ჩანართები მიიღება Mg, Ca, Ce ან სხვა ელემენტებით მოდიფიცირების შედეგად. რუხი თუჯი, ფოლადების მსგავსად [[ლითონთა თერმული დამუშავება|თერმულად ადვილად მუშავდება]], მიუხედავად ამისა, მის სხმულებს უმეტესად თერმული დამუშავების გარეშე იყენებენ.მაღალი სიმტკიცის ბურთულოვანი გრაფიტის სტრუქტურის რუხი თუჯისთვის დამახასიათებელია მაღალი [[ფრიქცია|ანტიფრიქციულობა]], [[რეზონანსი|რეზონანსული]] რყევებისა და დაძაბულობის ჩქარი ჩაქრობით (გრაფიტის ჩანართების გამო) და ჭრის კარგი დამუშავების უნარი, ზედაპირული დეფექტებისადმი (მიკრობზარები, მსხვილი ნაკაწრები და სხვა) დაბალი მგრძნობიარობა, მაღალი სამსხმელო თვისებები და სხვა. თეთრი თუჯს (მცირესილიციუმიანს) უმთავრესად ფოლადად გადასამუშავებლად იყენებენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თუჯი“-დან