ლევ ბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც = ''ნომოგენეზის ავტორი''
| ჯილდოები და პრემიები = ''2 ორდენითა და მედლებით''
| ხელმოწერა =
| სიგანე =
ხაზი 27:
ლევ ბერგი გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნის ([[1918]]) ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც [[1925|1925 წელს]] გადეკეთდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოგრაფიულ ფაკულტეტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკური გეოგრაფიის]] კათედრას. [[1918]]-[[1930]] წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის ტბების განყოფილებას. [[1934|1934 წლიდან]] ზოოლოგიის ინსტიტუტის ნამარხი თევზების ლაბორატორიის გამგეა. [[1940]]-[[1950]] წლებში [[სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება|სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების]] პრეზიდენტი.
 
[[1922|1922 წელს]] წამოაყენა ევოლუციის იდეალისტური თეორია [[ნომოგენეზი]], რომელიც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. დაამუშავა მოძღვრება [[ლანდშაფტი|ლანდშაფტებზე]], განავითარა [[ვასილი დოკუჩაევი]]ს იდეები ბუნებრივი ზონების შესახებ, რაც ასახულია მის ნაშრომებში ''„სსრ კავშირის ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონები“'' (ნაწილი 1-2, [[1931]]-[[1952]]) და ''„სსრ კავშირის ბუნება“'' ([[1937]]). ბერგმა გამოიკვლია დასავლეთ ციმბირის ტბები, [[არალის ზღვა]], [[ბალხაშის ტბა|ბალხაშის]], [[ისიკ-ყული|ისიკ-ყულის]], [[სევანის ტბა|სევანის]], [[ლადოგის ტბა|ლადოგის]], [[ქოქჩეთაუს ტბები]]. ცალკეული ნაშრომები მიუძღვნა [[კასპიის ზღვა]]სა და [[ბაიკალი|ბაიკალის ტბას]]. ბერგი ხელმძღვანელობდა ისიკ-ყულის ექსპედიციას ([[1928]]), რომელმაც დაადგინა ტბის მაქსიმალური სიღრმე — 702 მ. ავტორია [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]] „არალის ზღვა“ ([[1908]]), რის შემდეგად მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე ეკუთვნის კაპიტალური ნაშროემბი [[კლიმატოლოგია]]სა და [[პალეოკლიმატოლოგია]]ში, [[გეომორფოლოგია]]ში, [[ნიადაგთმცოდნეობა]]ში, [[პალეოგეოგრაფია]]სა და [[გეოლოგია]]ში, ასევე გამოკვლევები გეოგრაფიის ისტორიაში. მუშაობდა რუსეთის გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. მისი შრომები შეეხება გეომორფოლოგიის პრობლემებს (ციმბირის, კავკასიის და სხვა რეგიონების რელიეფის საკითხები).
 
აღსანიშნავია ნაშრომები: ''„რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიული ნარკვევი“'' ([[1929]]), ''„კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის კამჩატკური ექსპედიციები“'' ([[1924]], მე-3 გამოცემა [[1946]]) და სხვ. ბერგმა გამოიკვლია მტკნარი წყლის თევზების წარმოშობა და განსახლება, მოგვცა მათი ზოოგეოგრაფიული დარაიონება. შეისწავლა ნამარხი თევზები და დაამუშავა თევზების სისტემატიკა.
 
ბერგის მრავალრიცხოვან იქთიოლოგიურ ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფიები: ''„რუსეთის მტკნარი წყლების თევზები“'' ([[1916]], მე-4 გამოცემა გამოვიდა სახელწოდებით ''„სსრ კაშირისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების მტკნარი წყლების თევზები“'', ნაწილი 1-3, [[1948]]-[[1949]]) და ''„თანამედროვე და ნამარხი თევზების სისტემა“'' ([[1940]]).
 
ბერგის სახელი წეოდაეწოდა [[ბერგის ვულკანი|ვულკანს]] კუნძულ ურუპზე, პიკს პამირზე, მყინვარებს პამირზე და ჯუნგარიის ალათაუზე და სხვ. დაჯილდოებულია სემიონოვ ტიან-შანსკის ოქროს მედლით, კონსტანტინეს მედლით, აგრეთვე 2 ორდენითა და მედლებით და სხვ.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ნომოგენეზი]]
 
==თხზულება==
==თხზულებები==
* Избр. труды, т. 1—21-2, М., 1956—581956-1958.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Берг%20Лев%20Семенович/ ლევ ბერგი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_biography/10095/Берг ლევ ბერგი – ცნობები] {{ru}}
* [http://zooex.baikal.ru/history/berg.htm ლევ ბერგი – ცნობები] {{ru}}
* [http://modernproblems.org.ru/memo/151-berg.html ლევ ბერგი – ცნობები] {{ru}}
 
==ლიტერატურა==
* Памяти академика Л. С. Берга. Сборник работ по географии и биологии, М.- Л., 1955;
* Л. С. Берг. [Библиография], М., 1952 (Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия географич. наук, в. 2).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევ_ბერგი“-დან