ნიკოლო მიწიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მკვდარი ბმული
ხაზი 31:
1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს "გოლოს სალდატა." 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა [[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა ორდენს]] და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან ("მეოცნებე ნიამორები", "პოეზიის დღე", "ბახტრიონი", "ბარიკადი ", "რუბიკონი"). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, [[თბილისი|თბილისში]] დაარსდა გაზეთი "ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული "პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი "წმინდანიანი". იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო [[სტამბოლი|სტამბოლში]], სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი "შავი ვარსკვლავი". 1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი", ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "ახალ საქართველოსთან." სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას".
 
1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.<ref>[http://www.vakhtang-vi.ge/index.php?ac=search&alfa=175 ბიოგრაფიული ცნობები]</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ცისფერყანწელები}}