მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎საგვარეულო ისტორია: გასწორდა ბმული
r2.7.3) (Robot: Modifying en:Zakarid-Mkhargrzeli to en:Zakaria Mkhargrdzeli; cosmetic changes
ხაზი 1:
'''მხარგრძელები''', დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII—XIV საუკუნეების [[ საქართველო]]ში. მათი აღზევება დაიწყო [[გიორგი III]]-ის კარზე [[დემნა უფლისწული|დემნა უფლისწულის]] ამბოხების ([[1177]]) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები [[თამარი]]ს და მისი მემკვიდრეების [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგისა]] და [[რუსუდანი]]ს დროს. სამეფო კარზე არსებული 6 უხუცეს-[[ვაზირი]]ს „ჴელიდან“ — [[ამირსპასალარი]]სა, [[მანდატურთუხუცესი]]სა, [[ათაბაგი]]სა და [[მსახურთუხუცესი]]სა — მხარგრძელებსა და მათ საგვარეულო განშტოებათა წარმომადგენლებს ეპყრათ.
 
== საგვარეულო ისტორია ==
მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი ([[ლორე]]-[[ტაშირი]], [[გაგი (პროვინცია)|გაგი]], [[თმოგვი]], [[კაენი]], [[შამქორი]]), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი ([[ანისი]], [[დვინი]], [[ბიჯნისი]], [[გელაქუნი]], ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, [[მაწნაბერდი]], ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში — ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში [[ვასპურაკანი]]ს ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქვემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები — ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.
 
ხაზი 10:
ქართულ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება ([[ნიკოლოზ ბერძენიშვილი]]), რომ შემოერთებულ სომხურ თემებს მხარგრძელები განაგებდნენ როგორც [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავები]], წყაროებით არ დასტურდება. ასე არ დასტურდება სომხურ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება რომ თითქოს XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ისტორიულ სომხეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საქართველოს მფარველობის ქვეშ ჩამოყალიბდა ვასალური სომხეთის ავტონომიური სახელმწიფო, რომლის მთავრები იყვნენ [[ზაქარიდები]] [ლ. ბაბაიანი, ჰ. არუთინიანი, ჰ. სამველიანი, ლეო (ა. ბაბახანიანი) და სხვები], რომ „მხარგრძელე“ იყო მხოლოდ თამარის ამირსპასალარის — სარგისის ზედწოდება და არა გვარი და რომ ამ საგვერეულოს ეწოდება არა მხარგრძელები, არამედ — „ზაქარიდები“ (ა. შაჰნაზარიანი, ს. ერემიანი და სხვები). არ არის აგრეთვე მართებული ამ გვარსახელის თარგმნა რუსულად, ან სომხურად ([[რუს.]] დოლგორუკი, [[სომხ.]] ერკაჲნაბაზუკი). მხარგრძელები გვარი იყო და ასე იწოდებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელი (მოყოლებული ზაქარია ამირსპასალარის პაპიდან — [[ზაქარია I მხარგრძელი|ზაქარია I]]-იდან) XII—XIV საუკუნეებში როგორც ქართული, ისე სომხურ წყაროებში.{{ფაქტი}}
 
== წარმომავლობა ==
XII საუკუნის ბოლოდან მხარგრძელები გვარით (მხარგრძელი), ენით, კულტურით, დამწერლობით, სარწმუნოებით [[ქართველები]] არიან. მათი წინაპრები კი ქართველები და ამიერკავკასიის მკვიდრნი არ ყოფილან.
 
ხაზი 23:
მხარგრძელებთა ძირითადი შტოც ორად გაიყო: სარგის ამირსპასალარის ვაჟების ზაქარიასა (თამარის ამირსპასალარი) და ივანე ათაბაგის სახლებად.
 
== კონფესია ==
კონფესიურად მხარგრძელები თავდაპირველად მონოფიზიტობის აღმსარებლები იყვნენ (როგორც ჩანს, მათი ტაშირ-ძორაგეტში დამკვიდრების შედეგად), ხოლო შემდეგ მიიღეს დიოფიზიტობა (გაგელ-მხარგრძელები და თმოგველ-მხარგრძელები თავიდანვე დიოფიზიტები იყვნენ). ივანე მხარგრძელმა XII საუკუნის ბოლოს მიიღო დიოფიზიტობა, ხოლო ზაქარიას სახლში ზაქარია იყო მონოფიზიტობის უკანასკნელი აღმსარებელი; მისი შთამომავლობა დიოფიზიტობას აღიარებდა.
 
== გავლენა ==
მხარგრძელებთა სახლი სამამულე და სამოხელეო ნიადაგზე მეტოქეობას უწევდა სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალურ სახლებს: [[ორბელიანები|ორბელიანებს]], [[თორელები|თორელებს]], [[ჯაყელები|ჯაყელებს]], მანკაბერდელებს. გიორგი III-ის დროს, დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ორბელიანები დაისაჯნენ და მხარგრძელები დაეუფლნენ როგორც მათ მამულს, ისე სახელებს ([[ამირსპასალარი|ამირსპასალარობა]],[[ მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესობა]]). XIII საუკუნეში ამნისტირების შემდეგ, ორბელებმა ნაწილობრივ და დროებით აღიდგინეს თავიანთი მდგომარეობა და შეავიწროვეს მხარგრძელები საბოლოოდ ამ მეტოქეობაში გაიმარჯვა ჯაყელთა სახლმა, რომელმაც განდევნა სამხრეთ საქართველოდან მხარგრძელები (მათი განშტოება — თმოგველებიც), თორელები (მათი განშტოება ახალციხელებიც), [[ორბელები]], [[მანკაბერდელები]] და შექმნა აქ თავისი დიდი სამთავრო — [[სამცხე-საათაბაგო]]. XIV საუკუნის შემდეგ მხარგრძელები წყაროებში აღარ იხსენიებიან.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 37:
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
 
[[en:Zakarid-MkhargrzeliZakaria Mkhargrdzeli]]
[[eo:Zakaridoj]]
[[fr:Mkhargrdzéli-Zachariades]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან