ბზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: os:Чесæ
No edit summary
ხაზი 18:
 
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი - 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია. თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ "კამასი" (Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას.
 
==გალერეა==
<gallery>
ფაილი:ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum (2).JPG|ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum
ფაილი:ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum.JPG|ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum
</gallery>
 
== ლიტერატურა ==
* ''სახოკია მ.'', [[ქსე]], ტ. 2, გვ. 352, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბზა“-დან