უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რამოდენიმე → რამდენიმე
ხაზი 34:
ეკლესიას აქვს სწავლებანი, რომელიც მოიცავს წმინდა წერილების ოთხ წიგნს: ბიბლია ([[ძველი აღთქმა|ძველი]] და [[ახალი აღთქმა]]), [[მორმონის წიგნი]], მოძღვრება და აღთქმები, და ძვირფასი მარგალიტი. ბიბლიისა და მორმონის წიგნის გარდა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წიგნები შედგება მასალებისაგან, რომლებიც იოსებ სმითმა მიიღო გამოცხადების შედეგად.
 
აღსანიშნავია მორმონის წიგნი, რომელიც ბიბლიის მსგავსად მოიცავს უძველეს წინასწარმეტყველებებს მესიის მოსვლაზე; ასევე აღსანიშნავია ბიბლიის დაკარგული ჩანაწერები, რომლებიც იოსებ სმითის მიერ იქნა აღდგენილი სული წმინდის გამოცხადებითა და შთაგონებით.მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი თვლის რომ იოსებ სმითის ბიბლიის დამატება და მორმონის წიგნი სინამდვილეს არ შეესაბამება და ეს წიგნები იოსებ სმითის დაწერილია.
 
მორმონი იყო პიროვნება, წინასწარმეტყველთა ერთ-ერთი უკანასკნელი რგოლის წარმომადგენელი. მის წერილებში აღწერილია მისი ისტორია, ასევე იესო ქრისტეს სწავლებები. სწორედ მან შეკრიბა და გააერთიანა წინასწარმეტყველების მიერ დაწერილი 15 წიგნი, ხოლო იმის შემდეგ რაც იგი მოკლეს, მისი დავალებით მისმა შვილმა მორონმა გადამალა ეს 15 წიგნი, რომელიც ოქროს ფირფიტებზე იყო დაწერილი.