ანარქიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

ეს რა იყო?!
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ეს რა იყო?!
ხაზი 12:
 
”ვიდრე ქართული სინამდვილისა და პოლიტიკური აზროვნების მთავარ იდეოლოგიურ საფუძველს - ნაციონალიზმს შევეხებოდე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ მხარდაჭერილ და პოპულარულ იდეოლოგიაზე - ესაა ანარქიზმი. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ იდეოლოგიას მიემხრნენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ედგნენ სათავეში, ეროვნული თვითგადარჩენისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად იბრძოდნენ. ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო მიხაკო წერეთელი. მასთან ერთად, ანარქისტულ პარტიაში შედიოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ანარქისტულმა ორგანიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო 1895 წლიდან, გაძლიერდა I რევოლუციის წლებში, I მსოფლიო ომის დროს შესუსტდა, რადგან მისი ქართველი მონაწილეები ამდროს საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ, 1917 წლიდან კი ანარქიზმი აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას სახელმწიფოს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი სამართლიანად ებრძოდნენ პროლეტარიატის დიქტატურას, რომლის უვარგისობა ისტორიის მსვლელობამ დაადასტურა. რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქართველი ანარქისტების მიერ მარქსიზმის კრიტიკაც დრომ გაამართლა. ისინი იბრძოდნენ საქართველოს ავტონომიისათვის, უფრო შორსაც მიდიოდნენ: 10-იან წლებში ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით და მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ქართველ ანარქისტთა შესახებ და ამ იდეოლოგიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირზე მასალები მოიპოვება ს. ხუნდაძის, პ. გუგუშვილის, პრ. რატიანის, ლ. გორგილაძის, გ. ჯანგველიძის, გ. მეგრელიშვილის, ნ. გვიანიშვილის და სხვათა გამოკვლევებში.
 
ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925)
 
ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს ის დააპატიმრეს დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-68 წლებში, ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს.
1876 წელს ჩერქეზიშვილმა გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. აქვე, ემიგრაციაში ის პ. კროპოტკინს დაუახლოვდა და მალე ანარქისტ-კროპოტკინელად ჩამოყალიბდა. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან", რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.
ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია".
 
რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები "ნობათი" და "მუშა". მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო ქართველ რევოლიუციონერთა პირველი კონფერენციის (1904, ჟენევა) მუშაობაში. ამ კონფერენციაზე ის მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა. .
 
1921 წელს საქართვრლოში კომუნისტური წყობილების დამყარების შემდეგ ის კვლავ ემიგრანტად იქცა.
ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში.
 
ეს არის ვარლამ ჩერქეზისვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობარი... რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი, კარგია, რომ ამ ადამიანის სახელი ჯერ კიდევ ახსოვს რამდენიმე ქართველს, თუმცა მის ნაშრომებზე ხელის მიწვდომა არც თუისე ადვილი საქმე... ვარლამ ჩერქეზისვილს მთელს მსოფლიოში იცნობენ და აღიარებენ, როგორც ანარქიის ერთერთ დიდ იდეოლოგს, მისი სახელი ბაკუნინთან და კროპოტკინთან ერთად მოიხსენიება...
 
დიდ როლს თამაშობდა ქართული ანარქიის განვითრებაში მიხაკო წერეთელი
 
 
მიხაკო წერეთელი
მეცნიერი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხაკო წერეთელი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს.
 
1907 წელს მიხაკო საქართველოში იყო. აღსანიშვანია მისი სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე.
მომდევნო წლებიდან მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918-23 წლებში ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა.
1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს - "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ (კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე-სიცრუისას" გერმანული თარგმანი (ბერლინი). 1957-58 წლებში პარიზში, ჟურნალში "ბედი ქართლისა" დაბეჭდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ.
მიხაკო წერეთელი ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი.
მიხაკო წერეთელი დაკრძალულია მიუნხენში.
 
სამოციან სამოცდაათიან წლებში განვითრებული ახალგაზრდული ძვრები არაფერი იყო თუა არა ბრძოლა თავისუფლებისათვის... ახალგაზრდობის პროტესტი ჩინოვნიკებისა და ბიუროკრატების წინააღმდეგ, საზოგადოებრი წყობილების დაჩლუნგება დღესაც დიდი შემართებით მიმდინარეობს.
ყოველივე ამს ებრძვის და უარყოფს ანარქიზმია
 
== იხილეთ აგრეთვე ==