'''ბოლნისის ტუფი''', ვულკანური ქანი. კვარცპორფირული შედგენილობის ტუფლავა ან ლავა. ყვითელ ფონზე სხვადასვხასხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რომელსაც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ორიგინალურ იერს და სილამაზეს სძენს მას. ბოლნისის ტუფის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები: მოცულობითი წონა - 1,975-2,28, დროებითი წინაღობა გაჭყლეტაზე მშრალ მდგომარეობაში - 403-1229 კგ/სმ<sup>2</sup>, წყალშთანთქმა - - 3,5-10,35%, ყინვაგამძლეობა - ნორმალური, კარგი დეკორატიული თვისებების გამო ბოლნისის ტუფს ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში (ყოფილი თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობა, საქართველოს მთავრობის სახლი, თბილისის სიონის ტაძარი და სხვა). ბოლნისის ტუფის საბადო თბილისიდან 60 კმ-ზე მდებარეობს [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონის]] სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.