გორასამარხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ჩვეულებრივ გორასამარხი ერთი პიროვნებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგჯერ წარჩინებულთა სამარხში კრძალავდნენ მის მეუღლეს, მონებს და მოახლეებს. ინვენტარის სიმდიდრით გამოირჩევა ტომტა ბელადებისა და მეფეთა გორასამარხები (სკვითური გორასამარხები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ფრიგიის მეფეთა სამარხები გორდიონში და სხვ.) ზოგი გორასამარხი გვარის რიგითი წევრების სამარხებსაც ფარავს (გრძელი ყორღანები რუსეთში, [[ტყვიავის გორასამარხი|ტყვიავისა]] და [[ქორეთის გორასამარხი|ქორეთის]] გორასამარხები საქართველოში).
 
გორასამარხებში თითქმის ყოველთვის გვხვდება აღაპის ნაშთები; ხშირია დაკლული საქონლის ჩატანების შემტხვევებიც. ზოგჯერ მტავარი მიცვალებულის და მის თანმხლებთა სამარხების გარდა გორასამარხის ყრილში გვხვდება გვიანდელი ე. წ. ჩაშვებული სამარხები. ადრინდელ ხანაში გორასამარხები ჩვეულებრივ ჯგუფებად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგი გორასამარხი განმარტოებით იდგა. გვიანდელ ხანაში გვხვდება გორასამარხების ძალიან დიდი ჯგუფები. მაგ. სმოლენსკტან, ზასლავლში (ბელარუსი). გორასამარხები გავრცელებულია თითქმის მთელს მსოფლიოში. კასპიისა და შავიზღვისპირეთის ველებზე და ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილია გვიანდელი ნეოლითისა და ენეოლითის ხანის (ძვ. წ. IV-III ატასწლეული) გორასამარხები., მაგრამ ყველაზე მეტად გორასამარხი დამახასიატებელია ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გორასამარხები გვიანდელ შუასაუკუნეებამდე იყო გავრცელებული.
 
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ორმოსამარხების კულტურა]]
* [[მაიკოპის კულტურა]]
 
[[ast:Túmulu]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორასამარხი“-დან