მოციქულები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მოციქულები''' — [[სახარება|სახარების]] მიხედვით, [[იესო ქრისტე]]ს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მოციქულები იყვნენ: [[წმინდა პეტრე|სიმონ პეტრე]], [[ანდრია პირველწოდებული]], [[იაკობი ზებედესი]], [[იოანე ღვთისმეტყველი]], [[მათე მახარებელი|მათე]], [[ფილიპე მოციქული|ფილიპე]], [[ბართლომე მოციქული|ბართლომე]], [[თომა მოციქული|თომა]], [[იაკობ ალფესი|იაკობ ალფესის-ძე]], [[თადეოსი]], [[სვიმონ კანანელი]], [[იუდა ისკარიოტელი]].
როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი — [[მატათა მოციქული|მატათი]] აირჩია. მოციქულები მოღვაწეობდნენ [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] და მის ფარგლებს გარეთ. [[საქართველო]]ში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა, იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. მოციქულების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ხელოვნებაში.