პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: el:Α΄ Ρωμαιο-Καρχηδονιακός Πόλεμος
No edit summary
ხაზი 44:
=== შემდეგი საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში ===
 
მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ [[ეხტელა]]ს აღება, ასევე სირაკუზასაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოთსავარაუდოდ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
 
შემდეგი [[ძვ. წ. 263]] წლის კონსულები გახდნენ [[მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი]] და [[მანიუს ოტაცილიუს კრასუსი]]. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა [[ეტნა]]ს, აიღეს [[გადრანა]] და [[კენტორინი]]. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ [[დიოდორე]]ს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც ჰიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი ჯობია და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ აწყობდათ ჰიერონთან კავშირი და ისინი დათანხმდნენ. სირაკუზას რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.