ლიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: sv:Klätterväxt; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''ლიანები''' ([[ფრანგ.]] liane (მხ. რ.)), [[მცენარეები]], რომლებსაც რაიმე საყრდენის გარეშე დგომა არ შეუძლიათ. ქართულ ბოტანიკურ ლიტერატურაში ზოგჯერ ამავე მნიშვნელობით იხმარება ტერმინი „ლეშამბოები“. ლიანების უმეტესობა ყვავილოვანი მცენარეებია; შიშველთესლოვნებიდან ლიანებს გნეტუმის რამდენიმე სახეობა მიეკუთვნება; ლიანები არიან გვიმრანაირთა შორისაც. საყრდენზე მიმაგრების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლიანებს. ხვიარა ლიანები საყრდენს გარს ეხვევიან; მცოცავი ლიანები კი საყრდენს ემაგრებიან ულვაშებით, განსაკუთრებული ფესვებით, ეკლებით, ქაცვებით და სხვა. საყრდენზე შემოხვევის და ცოცვის უნარი მცენარეებს გამოუმუშავდათ როგორც შეგუება სინათლისათვის ბრძოლაში.
 
ლიანები გავრცელებულია უმტავრესადუმთავრესად ტროპიკულ სარტყელში (200-ზე მეტი სახეობა), ზომიერ სარტყელში შედარებით ცოტაა (200-მდე სახეობა). საქართველოში ლიანები ([[ეკალღიჭი]], [[სურო]], [[კატაბარდა]], [[მაყვალი]] და სხვა) ბევრია კოლხეთის ტყეებში, სადაც ხშირად გაუვალ ბარდებს ქმნის.
 
კულტურული მცენარეებიდან ლიანებს განეკუთვნება [[ვაზი]], [[ლობიო]], [[ბარდა]], [[სვია]], [[ვანილი]] და სხვა. ტროპიკულ ქვეყნებში ლიანებისაგან წნავენ კალათებს, ავეჯს. ფართოდ იყენებენ მწვანე მშენებლობაში (მაგ.ამერიკული უსურვაზი, სურო, ცის ვაზი, [[პუერარია]]). ზოგიერთს (მაგ., სატაცურის რამდენიმე სახეობას) ბინებშიც აშენებენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიანები“-დან