არგენტინა-ბრაზილიის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Juncal MuratureJose 1865.png|მინი|250პქ|ხუნკალის ბრძოლა]]
'''არგენტინა-ბრაზილიის''' ან '''სისპლატინის ომი''' - ([[პორტუგალიური ენა{{lang-pt|პორტ]]. Guerra da Cisplatina}}, {{lang-es|Guerra al Imperio de Brasil}}) - შეიარაღებული კონფლიქტი [[რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები|რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებსა]] და [[ბრაზილიის იმპერია]]ს შორის [[1825]]-[[1828]] წლებში, რომელიც მიმდინარეობდა ე.წ. ''Banda Oriental''-ში („აღმოსავლეთ ნაპირი", თანამედროვე ურუგვაის ტერიტორია).
 
==ვითარება==
[[ფაილი:Juan Manuel Blanes - El Juramento de los Treinta y Tres Orientales.jpg|მინი|250პქ|ფიცი ურუგვაის რესპუბლიკის შექმნისას]]
კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო თანამედროვე [[ურუგვაი]]სა და ნაწილობრივ [[ბრაზილია|ბრაზილიის]] [[რიუ-გრანდი-დუ-სული|რიუ-გრანდი-დუ-სულის]] შტატის ტერიტორიაზე მდებარე სისპლატინის პროვინცია. ეს პროვინცია, რომელიც ადრე [[რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფო]]ს შემადგენლობაში შედიოდა, ესპანელთაგან გათავისუფლების შემდეგ, შევიდა ე. წ. ფედრეალურ ლიგაში. [[1816]] წელს, ამ ტერიტორიაზე [[პორტუგალია]] შეიჭრა, მოახდინა მისი ანექსია და ის ბრაზილიას შეუერთა.
 
ბრაზილიის დამოუკიდებლობის გაფორმების შემდეგ (1822 წ), სისპლატინის პროვინცია ბრაზილიას სტრატეგიულად ძალზე ხელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებდა, რადგან რიო-დე-ლა-პლატასა და გაერთიანებული პროვინციების საზღვაო პორტებზე (ძირითადად [[მონტევიდეო]]) კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევდა. ამ უკანასკნელმა, პროვინციის ხელში ჩაგდების მიზნით, თავის მოსახლეობას მოუწოდა წინ აღდგომოდნენ რეგიონში ბრაზილიის დომინანტობას და ხალხის შეიარაღება დაიწყო.