ირმის ქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: fr:Pierre à cerf
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Deer stones.jpg|thumb|300px|right|ირმის ქვები]]
'''ირმის ქვები''' - ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე [[მონღოლეთი]]ს ტერიტორიაზე. ითვლება, რომ [[ირემი|ირმის]] ქვები შეიქმნენ [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანაში]]. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია.
ქვები თარიღდება გვიანი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანით]]. გვხდებაგვხვდება [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგან ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის [[ქვები|ქვებში]]: მრგვალს (ცილინდრულს), [[მართკუთხედი|მართკუთხას]] და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებურებების მიხედვით, გამოყოფს ორ ტიპს: რეალისტური გამოსახულებებს და [[ირემი|ირმის]] სურათებს [[იხვი|იხვისათვის]] დამახასიათებელი [[ნისკარტი|ნისკარტებით]].
გარდა ირმებისა, გვხვდება ასევე [[ცხენი|ცხენების]], სხვადასხვაგვარი შეიარაღების, ორნამენტების და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებები. ირმები გამოსახულია ადრეული [[რკინის ხანა|რკინის ხანისათვის]] დამახასიათებელი მეთოდით. მათ აქვთ დიდი, დატოტვილი, უკან გადაწეული რქები. [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], უშკიინ-უვერში, აღმოჩენილია ირმის ქვა რომელზეც გამოსახულია [[ადამიანი|ადამიანის]] სახე.
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირმის_ქვა“-დან