ალმოჰადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Empire almohade.PNG|300px|მინიატიურა|ალმოჰადების იმპერია 1200 წლისათვის.]]
'''ალმოჰადები''' — [[ბერბერები|ბერბერულ]]-[[ისლამი|ისლამური]] სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება. სახელმწიფო არსებობდა [[1121]]-[[1269]] წლებში. ალმოჰადების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა და დინასტიის ფუძემდებელი ღვთისმეტყვრლიღვთისმეტყველი [[მუჰამად იბნ თუმართი]] გამოდიოდა [[ალმორავიდები]]ს რელიგიური დოგმის წინააღმდეგ. მოითხოვდა ისლამის გაწმენდას ყოველგვარი „სიახლისაგან,“ უარყოფდა [[წმინდანი|წმინდანების]], მათი საფლავებისა და წმინდა ადგილების კულტს და „კერპთაყვანისმცემლობისა“ და „მრავალღმერთიანობის“ სამაგიეროდ „ერთღმერთიანობას“ ქადაგებდა. მან თავი მესიად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა ალმოჰადების თეოკრატიულ სახელმწიფოს., სადაც ჭეშმარიტ მუსლიმანებად მხოლოდ „ერთღმერთიანები“ მიაჩნდათ, ხოლო დანარჩენი ყველა „ურჯულოდ“.
 
ალმოჰადები განსაკუთრებით გაძლიერდნენ იბნ თუმართის მოწაფისა და მიმდევრის [[ხალიფა]] [[აბდ ალ-მუმინი]]ს მმართველობის დროს ([[1130]]-[[1163]] წწ.), რომელმაც [[1147]] წელს საბოლოოდ დაამარცხა და გაანადგურა ალმორავიდები, მათე დედაქალაქი [[მარაკეში]] ([[მაროკო]]) თავის სატახტო ქალაქად აქცია და თავისი ბატონობა განავრცო მათ სახელმწიფოზე. აბდ ალ-მუმინის მემკვიდრეები [[ესპანელები|ესპანელ]] ქრისტიანებსაც ებრძოდნენ. [[1195]] წელს მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს [[ალარკოსის ბრძოლა]]ში, მაგრამ [[რეკონკისტა|რეკონკისტის]] დიდი ხნით შეჩერება ვერ შეძლეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალმოჰადები“-დან