გეოქიმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77:
 
== ატმოსფერო ==
{{მთავარი|ატმოსფერო (დედამიწა)}}
ვარაუდობენ, რომ [[დედამიწა|დედამიწის]] უძვლესი აირული გარსი მცირე სისქისა იყო და შედგებოდა CO2, H2O, შესაძლებელია CH4-სა და ზოგი სხვა აირისაგან.
 
თანამედროვე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფერო]] - ჟანგბად-აზოტოვანი გარსი - მეორეული ბუნებისაა და ძირითადად წარმოიქმნა ფოტოსინთეზის შედეგად თავისუფალი ჟანგბადის გაჩენისა და ვულკანური აირების H2S, NH3-ის ხარჯზე. ატმოსფეროს ქვედა საზღვარი [[ლითოსფერო]]სა და [[ჰიდროსფერო]]ს ზედაპირთან გადის, მაგრამ [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] ნივთიერება საკმაოდ ღრმად აღწევს [[ლითოსფერო]]სა და [[ჰიდროსფერო]]შიც.
 
ატმოსფეროს ნივთიერების უდიდესი ნაწილი [[დედამიწა|დედამიწის]] გრავიტაციული ველის ზეგავლენით თავმოყრილია მის ქვედა 8-18 კმ სისქის ფენაში - [[ტროპოსფერო]]ში. მისი ქიმიური შედგენილობა რთულია, აეროზოლების სახით იგი შეიცავს მიწიერ და კოსმოსურ მტვერსაც. ატმოსფეროს ნახშირორჟანგის წყაროს, ვულკანების გარდა, ოკეანისა და ზღვის წყალი წარმოადგენს, რომელიც გათბობისას გამოყოფს CO2-ს.
ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობაზე გავლენას ახდენს ბირთვული გარდაქმნები, ორაგანული ნაშთების ლპობის შედეგად გამოყოფილი აირები და სხვ.; ატმოსფეროს O2 და CO2 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] [[გამოფიტვა|გამოფიტვასა]] და ბევრ სხვა [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენურ პროცესში]].
 
მიწისქვეშა ატმოსფეროები ფოროვან ქანებსა და ნაპრალებში მოქცეული სხვადასხვა წარმოშობის აირებია. გენეზისის მიხედვით განარჩევენ :
* ''ბიოქიმიურ აირებს''
* ''ატმოსფერულ აირებს''
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გეოქიმია“-დან