ძელქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| commons =
}}
'''ძელქვა''' ([[ლათ.]] Zelkova) — ფოთოლმცვივანი მცენარეთა გვარი [[თელისებრნი|თელისებრთა]] ოჯახისა. [[ხე]]ებია, რომელთა სიმაღლეა 40 მ, [[დიამეტრი]] 3 მ აღწევს. ძელქვას მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები აქვს. ხეზე ზოგი [[ყვავილი]] ორსქესიანია, ზოგი კი მხოლოდ მამრობითი. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვის — ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი [[მერქანი|მერქნის]] სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს. ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია. ტენისა და ჩრდილის მოყვარული [[ხე]]ა. იზრდება [[ხეობა|ხეობებში]], [[მდინარე]]ების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს [[მარტი|მარტ]]-[[აპრილი|აპრილში]] ნაყოფი მწიფდება [[აგვისტო]]ში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — [[რცხილაფოთოლა]] ([[ლათ.]] Zelkova carpinifolia) [[ირანი|ირანსა]] და ამიერკავკასიის დასავლეთ ([[იმერეთი]], [[სამეგრელო]]), აღმოსავლეთ ([[კახეთი]] - [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]], [[ლენქორანი]]) და სამხრეთ ([[ყარაბახი]]) ნაწილებში იზრდება. გვხვდება ზომიერ ტენიან და მომშრალო ადგილებში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარითა და ფესვის ნაბარტყით. [[მერქანი|მერქნის]] მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა.
 
[[სამეგრელო]]: სენაკისა და მარტვილის რაიონები; [[იმერეთი]]: ქუთაისის, შორაპნის, სვირის მიდამოები, მდ. ყვირილასა და მდ. წყალწითელას ხეობები, აჯამეთის დაცული ტერიტორია; [[გურია]]: ოზურგეთის რაიონი; [[კახეთი]]: სოფ. ქვემო ალვნის მიდამოები, ბაბანეურის დაცული ტერიტორია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძელქვა“-დან