ისჰაკ იბნ-შუაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ისჰაკ იბნ-შუაბი'''— თბილისის საამიროს ამირა 830-853 წლებში...
(განსხვავება არ არის)

18:09, 7 აგვისტო 2012-ის ვერსია

ისჰაკ იბნ-შუაბითბილისის საამიროს ამირა 830-853 წლებში. ისმაილ იბნ-შუაბის შვილი. მის შესახებ ცნობები მოგვეპოვება, როგორც ქართულ, ისე არაბულ წყაროებში. არაბული წყაროებიდან ირკვევა, რომ იგი ადრეც იბრძოდა ხელისუფლების მოსაპოვებლად და ცოტა ხნით კიდეც წაართვა ამირობა მუჰამედ იბნ-ათაბის. საჰაკი 23 წლის მანძილზე უწყვეტად მართავდა თბილისის საამიროს. არაბი ისტორიკოსი ტაბარი მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ის იყო მსუქანი მოხუცი, დიდი თავით, მელოტი და ელამი.. ისჰაკის მეუღლე იყო სარირის მფლობელის ასული.“

საჰაკი რამდენჯერმე განუდგა ხალიფას, საბოლოოდ ის სიკვდილით დასაჯა ბუღა თურქმა 853 წელს. საჰაკი იყო უკანასკნელი ამირა შუაბინთა დინასტიიდან.


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008