ბუდაპეშტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
 
ძვ. წ. I საუკუნეში ბუდაპეშტის ადგილას კელტური დასახლება არსებობდა, რომელიც ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი იყო. ახ. წ. I საუკუნეში დასახლება რომის იმპერიის პროვინცია პანონიის შემადგენლობაში შევიდა და აკვინკუმი დაერქვა. ქალაქში რომაული გარნიზონი იდგა და მისი მოსახლეობა 20 000 მახცოვრებელს შეადგენდა. 450 წლისთვის ოსტგოთებმა და [[ჰუნები|ჰუნებმა]] ქალაქიდან რომაელები განდევნეს. ჰუნების შემდეგ, ქალაქს ჯერ ავარები დაეპატრონნენ, ხოლო შემდეგ - მორავიელები.
დაახლოებით 850 წლისთვის ქალაქი უნგრულმამადიარებმა ტომებმა(უნგრელებმა) დაიკავეს, მას ბუდა უწოდეს და უნგრეთის პირველ პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. 1241 წელს ბუდა და მდინარე დუნაის მეორე ნაპირზე შედარებით მცირე ზომის დასახლება პეშტი [[მონღოლები|მონღოლებმა]] ააოხრეს. 1247 წელს უნგრელთა მეფე ბელა IV-მ ბუდაში სამეფო ციხე-ქალაქი ააშენა.
 
1541 წელს ბუდა და პეშტი [[ოსმალეთის იმპერია|თურქებმა]] დაიპყრეს. შედეგად ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მხოლოდ 1686 წელს, ორმოცდღიანი ალყის შემდეგ ბუდისბუდას ციხესიმაგრე ავსტრიელებმა გაათავისუფლეს ოსმალთა იმპერიისგან და [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა სამეფოს]] შეუერთეს. XVIII საუკუნიდან პეშტი მკვეთრად განვითარდა და 1800 წლისთვის მან მოსახლეთა რაოდენობით ბუდას გადააჭარბა. დუნაის სხვადასხვა ნაპირას მდებარე ქალაქების გაერთიანება 1873 წელს დასრულდა და ახალ ქალაქს ბუდაპეშტი ეწოდა. 1900 წლისთვის ბუდაპეშტის მოსახლეობა 730 000 ადამიანს შეადგენდა.
 
ამ პერიოდში ბუდაპეშტმა განსაკუთრებული პროგრესი განიცადა. XIX საუკუნის შუა პერიოდში ბუდაპეშტი რკინგზის მეშვეობით [[ვენა|ვენას]], კარპატებსა და ბალკანეთს დაუკავშირდა. 1873 წლიდან ქალაქის ქუჩები ელექტრონის ნათურებმა გაანათეს, 1885 წელს ქალაქში გამოჩნდა ტელეფონი, 1887 წელს - ტრამვაი, ხოლო 1896 წელს - პირველი მეტრო ევროპის კონტინენტზე. ამავე წელს ქალაქმა უნგრეთის ათასწლოვანი იუბილე ფართომასშტაბიანი ზეიმით აღნიშნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუდაპეშტი“-დან