ფილიმონ ქორიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
== მოღვაწეობა ==
 
ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა [[იტალია]]ში, მღეროდა "ლა სკალაში", გასტროლებით შემოიარა ევროპისა და [[სამხრეთ ამერიკაამერიკის]] და მრავალი საოპერო სცენა. იტალიურმა პრესამ ის იტალიის ქალაქებისაუკეთესო ბანად აღიარა. [[1881]] წელს დაბრუნდა [[საქართველო]]ში და აქტუალურ მუსიკალურსაზოგადო მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან გახდა [[თბილისის ოპერის თეატრი]]ს სოლისტი.
 
ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ადამიანური, პირადი თუ ოჯახური კეთილდღეობის მსხვერპლად გაღების ფასად ქორიძემ ჩაიწერა 5000-ზე მეტი უნიკალური საგალობელი. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში - [[ესტატე კერესელიძე]]). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით.
ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. მისი მეცადინეობით, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემგროვებელი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში - [[ესტატე კერესელიძე]]) დაეუფლა გალობების ნოტებით ჩაწერას. ქორიძემ სისტემაში მოიყვანა 5000-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც დღეს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]] ინახება.
 
[[1895]]-[[19041911]] წლებში გამოსცა საგალობლების 4მრავალი კრებული. ავტორია წიგნისა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის". ქალაქ [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] დგას ფილიმონ ქორიძის ბიუსტი.
 
ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიმონ_ქორიძე“-დან