იფანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის დამატება: nn:Fraxinus
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi =
}}
'''იფანი''', ''კოპიტი'' (Fraxinus) — ფოთოლმცვივანი [[ხე]]ების გვარი [[ზეთისხილისებრნი|ზეთისხილისებრთა]] ოჯახისა. არქტომესამეული (თურღაის) ფლორის მეზოთერმული პერიოდის რელიქტი. მისი 67 სახეობა გავრცელებულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] ზომიერ (იშვიათად ტროპიკული და სუბტროპიკული) სარტყელში. [[საქართველო]]ში — 3, ესენია: [[ჩვეულებრივი იფანი]] (Fraxinus exelsior) — 30-40 მ-მდე სიმაღლის სწორტანიანი ხე. გვხვდება [[საქართველო]]ს თითქმის ყველა რეგიონში. კარგად ხარობს დაბლობისა და მთის შუა სარტყლის მეზოფილური [[ტყე]]ების ნათელ უბნებში ფართოფოთლოვან ჯიშებთან ერთად. მთებში [[ზღვაზღვის დონე||ზღვის]] დონიდან]] 1800-2000 მ-მდე გვხვდება; [[თუთუფოთოლა იფანი]] (Fraxinus coriariaefolia) — იზრდება [[კახეთი]]სა და [[თუშეთი|თუშ]]-[[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი|ხევსურეთის]] [[ტყე]]ებში. გვხვდება გაველურებულადაც ([[თბილისი|თბილისში]] - [[ხუდადოვის ტყე]]ში); [[მახვილნაყოფა იფანი]] (Fraxinus oxycarpa) — უმთავრესად დასავლეთ [[საქართველო]]ს [[ტყე]]ებშია გავრცელებული; რგავენ კიდეც ([[თბილისი]]ს მიდამოები). გარდა ამისა, [[საქართველო]]ში იფნის 24 ეგზოტიკური სახეობა იზრდება. იფნის მერქანი მაღალხარისხოვანია; [[ქერქი]] შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, [[ფოთოლი]] — [[ვიტამინები|ვიტამინებს]] და ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ბაღ-პარკების, ტყე-პარკებისა და ქუჩების გასამწვანებლად.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|284|იმედაძე მ.}}
* ''იმედაძე მ.'', ქსე, ტ. 5, გვ. 284, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ზეთისხილისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იფანი“-დან