ლინდონ ჯონსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(r2.6.4) (ბოტის დამატება: zu:Lyndon B. Johnson)
No edit summary
}}
 
'''ლინდონ ბეინს ჯონსონი''' ([[ინგლ.]] Lyndon Baines Johnson; დ. [[27 აგვისტო]], [[1908]] გ. [[22 იანვარი]], [[1973]]) — აშშ-ის 36-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] (1963–1969) [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატიული პარტიიდან]]. [[ჯონ ფიცჯერალდ კენედი|ჯონ კენედი]]ს პრეზიდენტობის დროს [[1961]]-[[1963]] წლებში [[აშშ]]-ის [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|ვიცე-პრეზიდენტი]] იყო.
 
ჯონსონი პრეზიდენტობამდე [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის]] (1937–1949) და [[აშშ-ის სენატი|სენატის]] (1949–1961) წევრი იყო [[ტეხასი]]დან. სენატში მოღვაწეობის დროს იგი ორი წელი უმცირესობის და ექვსი წელი უმრავლესობის ლიდერი იყო. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1960)|1960 წლის]] საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარუმატებლად სცადა დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება. ამის შემდეგ [[ჯონ კენედი]]მ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.