ვალტელინა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|270პქ| '''ვალტელინა''' ({{lang-it|Valtellin;}} {{lang-de|Veltlin}}) — ხეობა ...
(განსხვავება არ არის)

19:07, 15 ივნისი 2012-ის ვერსია

ვალტელინა (იტალ. Valtellin; გერმ. Veltlin) — ხეობა ლომბარდიის ჩრდილოეთში, ბერნინის ალპების მთისწინეთში. მდებარეობს ბერგამოს ჩრდილოეთით შვეიცარიის საზღვართან. ხეობაში მდინარე ადა მიედინება, რომელიც კომოს ტბას ერთვის. ადმინისტრაციულად შეესაბამება სორდინოს პორვინციას, სადაც მდებარეობს ქალაქები: კიავენა, ბორმიო, სონდრიო.

შუა საუკუნეებში ვალტელინა განიხილებოდა როგორც გრაუბიუნდენის სამხრეთი განაპირა ნაწილი. ადრინდელი მოსახლეობა საუბრობდა ლომბარდიულ და რეტორომანული ენებზე. 1512-1797 წლებში ფაქტობრივად მოქცეული იყო შვეიცარიის კონფედერაციის ფარგლებში. ხეობის გავლით გადიოდა გზა, რომლეიც ერთმანეთთან აკავშირებდა ჩრდილოეთ იტალიას ტიროლთან და გერმანიასთან. ოცდაათწლიანი ომის პერიოდის ფარგლებში ზოგიერთი ისტორიკოსი გამოყოფს განსაკუთრებულ კონფლიქტს ვალტელინისთვის.

ვალტელინა არის მსოფლიოში პირველი ადგილი, სადაც ელექტრიფიცირებული რკინიგზის ხაზის მაგისტრალი გაიყვანეს. ელექტრიფიცირება 1902 წლისათვის იყო განხორციელებული.