შტაბ-ბინა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| '''შტაბ-ბინა''' ({{lang-en|Headquarters}}) — რაიმე საერთაშორის...
(განსხვავება არ არის)

18:38, 12 ივნისი 2012-ის ვერსია

შტაბ-ბინა (ინგლ. Headquarters) — რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, სადაც თავმოყრილია ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კორპორაციული შტაბი წარმოადგენს პირს, რომელიც თავის თავზე იღებს რომელიმე საქმიანობის სრულ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას. დიდ ბრიტანეთში ტერმინი სათაო ოფისი ჩვეულებრივ იყენება მსხვილი კორპორაციებისთვის. ტერმინი აგრეთვე გამოიყენება სამხედრო ორგანიზაციების მიმართებაში.

კომპანიის შტაბ-ბინა არის კორპორაციული სტრუქტურის საკვანძო ელემენტი და მოიცავს სხვადასხვა კორპორაციულ ფუნქციებს, როგორებიცაა: სტრატეგიული დაგეგმვა, კორპორატიული კომუნიკაციები, საგადასახადო, ფინანსები და სხვ. შტაბ-ბინაში გამოიყოფა აგრეთვე გენერალური დირექტორის თანამდებოდა (ეგრეთ წოდებული კორპორაციული შტაბი), როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი პირი.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არის იუნესკოს შტაბ-ბინა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, იგივე ნატოს სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.

არსებობს ასევე რელიგიური ორგანიზაციების შტაბ-ბინები, რომლებიც თავმოყრილია ძირითადად ქალაქში. მაგ., კათოლიკური ეკლესიის შტაბ-ბინა მდებარეობს ვატიკანში, ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შტაბ-ბინა ქალაქ ჟენევაშია განთავსებული. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის შტაბ-ბინა აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიშია.