კორპის მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: eu:Artelatz
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi =
}}
'''კორპის მუხა''' (Quercus suber), მარადმწვანე გაშლილვარჯიანი ხე [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]] ოჯახისა. მისი სიმაღლე 20-25 მ აღწევს. [[ღერო]] და ტოტები დაფარული აქვს [[კორპი]]ს სქელი ფენით. მომრგვალო-ელიფსური ფოთლები აქვს, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო ბუსუსიანი. ბუნებრივად იზრდება დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (აქ მის ტყეებს ამჟამად მცირე ფართობები უკავია). ყოფილ [[სსრკ]]-ში პირველად XIX საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს [[ყირიმი|ყირიმსა]] და [[საქართველო]]ში ([[სოხუმი|სოხუმსა]] და ქუთაისში, ყოფილ ფერმის ბაღში - ამჟამად თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალი). მისი სამრეწველო გაშენება საქართველოს სუბტროპიკებში ([[ქუთაისი]], [[გაგრა]], [[აგუძერა]] და სხვა). 1930-იდან დაიწყო, უფრო გვიან კი შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოშიც ([[ლაგოდეხის რაიონი|ლაგოდეხის რაიონში]]). კორპის მუხა სინათლისა და სითბოს მომთხოვნია. —16—18 °C-ზე ეყინება ნორჩი ყლორტები. —22 °C მთლიანად იღუპება. კარგად ხარობს ღრმა და უკირო ნიადაგზე. კორპი უკეთესი ხარისხის გამოდის მშრალ პირობებში. პირველი კორპის მოხდა შეიძლება 15—20 წლის ასაკიდან, შემდეგ კი — ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, 150—200 წლამდე. ერთი ძირიდან მიიღება 1 კგ-მდე კორპი. დასავლეთ საქართველოს მძიმე და ტენიან ნიადაგზე კორპის მუხას აზიანებს „შავი ტირილი“, რომელთა საბოლოოდ ახმობს მცენარეს. კორპის მომცემ მუხად მიიჩნევენ აგრეთვე დასავლურ მუხას (Quercus occidentalis), რომლის სამშობლოა სამხრეთ პორტუგალია და საფრანგეთი. საქართველოში, ისევე როგორც კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში, პერსპექტიულად მიჩნეულია Quercus variabilis.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|679|აბაშიძე ი.}}
* ''აბაშიძე ი.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 679, თბ., 1980
 
[[კატეგორია:წიფლისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კორპის_მუხა“-დან