გიორგი ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვლასა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერ�
No edit summary
ხაზი 30:
ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა "ოსური მოთხრობა" (ნაწ. 1, "[[სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი]]", 1832), რომელიც სრული სახეით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროსვნულ-პატრიოტული ("თ. სვიმონ მაჩაბელს", 1833; "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", 1835; "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", 1836; "კავკაზი და უცნობი", 1854; "თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირეცკას", 1840; "მოგონება", 1844; "გულს", 1845; "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას", 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", 1838; "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", 1839; ". ერთი კაცი წვა სნეული", 1854).
 
ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეტრითეატრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა ([[გიორგი ერისთავის თეატრი]]). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).
 
ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა "შეშლილი" (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე - "დავა", 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები - "გაყრა", 1849), რუსეთში სწავლამიღბული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს აზალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი - "დავა", ივანე დიდებულიძე - "გაყრა"). ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი - "გაყრა", კარაპეტ დაბაღოვი - "ძუნწი", 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი - "დავა", რამაზი - "გაყრა"). ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.