ვაშლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ბმულები
No edit summary
ხაზი 25:
'''ვაშლი''' (Malus) — ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] (Rasaceae) ოჯახისა. მოიცავს 33 ველურ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მცირე აზიასა და კავკასიაში ფართოდაა კულტივირებული აღმოსავლური ვაშლი ([[მაჟალო]]) (Malus Orientalis).
 
ველური ვაშლი ძვირფასი მასალაა ხილის გადასამუშავებელი მრეწველობისათვის. თესლს იყენებენ საძირეების მისაღებად, მასზე ამყნობენ ვაშლის კულტურულ ჯიშებს. ზოგი სახეობა გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. ყველა ვაშლის ყვავილს საუცხოო [[ნექტარი]] აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 გ-ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი კანის ძირიტადიძირითადი შეფერვა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. გარდა ძირითადი ფერისა, ნაყოფს აქვს მფარავი ფერი, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით. მფარავი ფერი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მთლიანი, ის იცვლება ვარდისფერიდან ღია-წითელ ან მუქ-წითელ ფერამდე. ვაშლის რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვაშლი სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. მოჰყავთ მეხილეობის ყველა ზონაში სხვადასხვაგვარ ნიადაგზე.
[[ფაილი:Appletree bloom l.jpg|მარჯვნივ|260პქ|მინი|ვაშლი ყვავილობისას]]
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები - [[თურაშაული]], [[კეხურა]], [[ძუძუვაშლა]] და სხვა. [[საქართველო]]ში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში, კერძოდ, კახეთში, ქართლში, მესხეთში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვაგან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაშლი“-დან