ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლეპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.
 
ჰოგვორტსში მეგობრები შედიან [[აბერფორტ დამბლდორი]]ს დახმარებით. იწყება დიდი აჯანყება ჰოგვორტსს დაპატრონებული სიკვდილის მხვრელების წინააღდეგ. სევერუს სნეიპი, რომელიც დანიშნული იყო ჰოგვორტსის დირექტორად, ამასობაში იქაურობას ტოვებს. მასწავლებლები ორგანიზებას უწევენ მოსწავლეთა ევაკუაციას. ჩნდებიან ფენიქსის ორდენის წევრები. ჰარი რეივენკლოს აჩრდილს, რუხ ქალბატონს მიმართავს და ცდილობს, გამოჰკითხოს ყველაფერი დიადემის შესახებ. იგი მოუთხრობს, რომ ტომ მარვოლო რედლმა სტუდენტობის დროს თავად მოიპარა ეს ნივთი. მაშინ ჰარის ახსენდება, რომ დიადემა დამალულ ოთახში დაინახა. დიადემის მოპოვებისა და განადგურების შემდეგ ჰარი მიემართება ქოთქოთა ქოხისკენ. იქ ვოლდემორი თავის გველს უბრძანებს, მოკლას სნეიპი, ვინაიდან თვლის, რომ ამით იგი თავად გახდება ანწლისდიდგულას ჯოხის პატრონი (ვინაიდან სნეიპმა მოკლა დამბლდორი და ჯოხი სნეიპთან გადავიდა). ვოლდემორი ქოხს ტოვებს უფრო ადრე, ვიდრე სნეიპი კვდება. სიკვდილის წინ სევერუსი ასწრებს ჰარისთვის რამდენიმე მოგონების გადაცემას. ვოლდემორი ბრძოლას ერთი საათით წყვეტს და ჰარის კვლავ ულტიმატუმს უყენებს და სთავაზობს, ერთი საათის განმავლობაში თავად ჩაბარდეს მას.
 
ჰარი დამბლდორის საფიქრელაში სნეიპის მოგონებებს ათვალიერებს. იგი ხედავს, რომ სევერუსი ბოლომდე დამბლდორის ერთგული იყო და ბავშვობიდან შეყვარებული იყო ჰარის დედაზე, ლილიზე. პოტერი შეიტყობს, რომ იგი თავად არის მეშვიდე ჰორკრუქსი, რომელიც შემთხვევით იქნა შექმნილი, მაშინ, როდესაც ვოლდემორი მის მოკვლას ცდილობდა. სანამ ჰარი ცოცხალია, ვოლდემორიც იცოცხლებს. ერთ-ერთ მოგონებაში დამბლდორი სნეიპს უხსნის, რომ ჰარის საკუთარი თავის გაწირვა მოუწევს.
ხაზი 54:
რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, ფრედ უიზლი და კოლინ კრივი იღუპებიან ბრძოლაში. ჰარი შეატყობინებს ნევილს, რომ აუცილებელია ვოლდემორის გველის მოკვლაც და მიდის აკრძალულ ტყეში, სადაც ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელები იმყოფებიან. ყველას წინაშე ვოლდემორი მას კლავს.
 
ჰარი ჩნდება უცნაურ ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს-კროსის სადგურს. საიდანღაც ჩნდება დამბლდორი. იგი უხსნის ჰარის, რომ სიკვდილი მას არ შეეხო, ვინაიდან ვოლდემორი თავისი სხეულის აღსადგენად მის სისხლს იყენებდა. ჰარიში კვდება ვოლდემორის ის ნაწილი, რომელიც ჰორკრუქსად ითვლებოდა. პოტერი გონს მოეგება, მაგრამ განასახიერებს, თითქოს მკვდარია. გახარებული ვოლდემორი და მხვრელები ტოვებენ იქაურობას. ჰარი მიჰყავს დამწუხრებულ ჰაგრიდს. ჰოგვორტსში ვოლდემორს ებრძვის ნევილი. იგი გამანაწილებელი ქუდიდან გრიფინდორის ხმალს იღებს და ვოლდემორის გველს კლავს. ამრიგად, განადგურებულია ყველა ჰორკრუქსი. მხვრელები აგებენ ბრძოლას. მოლი უიზლი კლავს ბელატრისა ლესტრეინჯს. ჰარი უხსნის ვოლდემორს, რომ დამბლდორის ანწლისდიდგულას ჯოხის ნამდვილი მფლობელი არა სნეიპი, არამედ დრაკო მალფოი იყო. რადგან ჰარიმ მოგვიანებით მიითვისა დრაკოს ჯოხი, მისი პატრონი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას. მაგრამ ჯოხი ამაზე უარს ამბობს და შელოცვა ირეკლება. ვოლდემორი კვდება. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ყველა ზეიმობს მტრის დამარცხებას.
 
19 წლის თავზე მშობლები თავის შვილებს ჰოგვორტსში აცილებენ. ჯინი და ჰარი სამი შვილის მშობლები არიან. რონს და ჰერმიონას ორი ჰყავთ. ორივე ოჯახი კინგს-კროსკზე ხვდება ერთმანეთს. პლატფორმაზე ასევე ჩნდებიან დრაკო მალფოი, მისი ცოლი და შვილი სკორპიუსი. მალფოი ამჩნევს ჰარის, დაუკრავს თავს და ზურგს აქცევს. მატარებელი მოსწავლეებით ტოვებს სადგურს.
ხაზი 109:
|ვოლდემორი
|[[ავადა კედავრა]]
|ვოლდემორი ცდილობდა ანწლისდიდგულას ჯოხის ადგილსამყოფელის დადგენას.
|-
|ბათილდა ბეგშოტი
ხაზი 128:
|ვოლდემორი
|[[ავადა კედავრა]]
|ვოლდემორს ეგონა, რომ სწორედ მას ემორჩილებოდა ანწლისდიდგულას ჯოხი, მაგრამ ეს ასე არ იყო.
|-
|[[პიტერ პეტიგრიუ]]