ატმოსფერული წნევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: tr:Atmosfer basıncı
No edit summary
ხაზი 1:
'''ატმოსფერული წნევა''', ჰიდროსტატიკური [[წნევა]], რომელსაც ყოველი საგანი განიცდის [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროსაგან]]. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია [[ჰაერი|ჰაერის]] სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] საზღვრამდე ვრცელდება.
 
ატმოსფერულ წნევას ზომავენ [[ბარომეტრი|ბარომეტრით]], გამოსახავენ [[მილიბარი|მილიბარებით]] (მბ), ნიუტონებით მ<sup>2</sup>–ზე (ნ/მ<sup>2</sup>–ზე) ან [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]] სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] [[აჩქარება|აჩქარების]] ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º [[განედი|განედზე]]) და 0&nbsp;°C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.