მიქცევა და მოქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
 
სხვაობა იმ ძალებს შორის, რომლითაც იზიდავს მთვარე დედამიწის ცენტრიდან r მანძილით დაშორებულ ნაწილაკსა (ხმელეთის, წყლის ან ატმოსფეროს მასის ელემენტი) და დედამიწის ცენტრში მდებარე ამავე მასის მქონე ნაწილაკს, წარმოადგენს მოქცევის გამომწვევ ძალას, ანუ მოქცევით ძალას.
ამ ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია [[მთვარე|მთვარის]] მასისა, უკუპროპორციულია [[დედამიწა|დედამიწიდან]] [[მთვარე|მთვარემდე]] მანძილის კუბისა და დამოკიდებულია მთვარის ზენიტურ მანძილზეც.
 
ანალოგიურად განისაზღვრება მზისიერი მოქცევის ძალა, რომელიც დედამიწიდან მზის დიდი დაშორების გამო საშუალოდ 2,2-ჯერ ნაკლებია მთვარისმიერ მოქცევის ძალაზე. [[დედამიწა|დედამიწის]] ნებისმიერი წერტილისათვის მოქცევითი ძალები განუწყვეტლივ იცვლება დედამიწის ღერძული ბრუვის, მთვარისა და დედამიწის ორბიტულ მოძრაობათა და ამით გამოწვეული დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთგანლაგების ცვალებადობის გამო.