რუსეთ-სპარსეთის ომი (1796): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ექსპედიცია: clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 10:
მიუხედავად საყოველთაო მოლოდინისა, რომ 13.000-იან რუსულ შენაერთს სათავეში გამოცდილი გენერალი გუდოვიჩი ჩაუდგებოდა, დედოფალმა მისი საყვრლის, თავადი ზუბოვის, რჩევით ექსპედიციის მეთაურად მისი უმცროსი ძმა, თავადი [[ვალერიან ზუბოვი]] დანიშნა. რუსის ჯარი 1796 წლის აპრილში [[ყიზლარი]]სკენ გაემართა და 10 მაისს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, [[დერბენტი]], აიღო. ამ მოვლენას ხოტბა შეასხა კარის პოეტმა დერჟავინმა მის განთქმულ ოდაში; თუმცა მოგვიანებით მას მწარე კომენტარის გაკეთება მოუხდა ექსპედიციიდან ზუბოვის შერცხვენილი დაბრუნების გამო მის ახალ პოემაში.
 
შუა ივლისისთვის ზუბოვის ჯარებმა დღევანდელი აზერბაიჯანის თითქმის მთელი ტერიტორია დაუბრკოლებლად გაიარეს, მათ შორის მთავარი ქალაქები — [[ბაქო]], [[შემახა]] და [[განჯა]]. ნოემბრისთვის ისინი [[მტკვარი|მტკვრისა]] და [[არაქსი]]ს შესართავთან დაბანაკდნენ, საიდანაც ირანის ძირითად ტერიტორიაზე უნდა მიეტანათ იერიში. სწორედ ამ თვეში გარდაიცვალა რუსეთის დედოფალი, ხოლო ტახტის მემკვიდრე [[პავლე I]]-მა, რომელსაც სძულდა ზუბოვები და არმიისთვის სხვა გეგმები ქონდაჰქონდა, უბრძანა ჯარს უკან რუსეთში დაბრუნებულიყო. უკან დახევის ბრძანებამ გავლენიანი ზუბოვებისა და კამპანიაში მონაწილე სხვა ოფიცრების უკმაყოფილება გამოიწვია. მრავალმა მათგანმა ხუთი წლის შემდეგ პავლეს მკვლელობისთვის შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა.
 
==წყაროები==