'''რონა''' ({{lang-fr|Rhône}}, {{lang-la|Rhodanus}}) -— [[მდინარე]] [[შვეიცარია]]სა და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება [[ჟენევის ტბა]]ში და გადის [[რონის დაბლობი|რონის დაბლობზე]]. ორი ტოტით ერთვის [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] [[ლიონის ყურე]]ს და აჩენს [[დელტა]]ს. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - [[ენი]], [[სონა (მდინარე)|სონა]], [[არდეში]]; მარცხენა - [[იზერი]], [[დიურანსი]]. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ<sup>3</sup>/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.