მარი ბექაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მარი ბექაური''' — ქართველი მწერალი. დაიბადა 1990 წლის 8 იანვარს, თბილისში. ფსიქოლოგიის სპეციალობით დამთავრებული აქვს ივ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში („weekend“„Weekend“, “ლიტერატურული პალიტრა”).

2009 წელს კოკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ მისმა მოთხრობამ „ლილიანები“ დაიმსახურა თბილისის მერიის სიმპატია. იმავე კონკურში 2010 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ (მოთხრობა „კედლები“).

2010 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2010“, პირველი ადგილის მფლობელი (მოთხრობა „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“).
2011 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „ალერდი“ (მოთხრობა „As the squares of hopscotch“).

2011 წელს მისი მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში[[ლიტვა]]ში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად.

2012 წელს მოთხრობა „დები“ შევიდა კრებულში „ქართული პროზის ანთოლოგია“, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში („Contemporary Georgian fiction”). ამასთანავე, „დების“ ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: „World Literature Today“ (აშშ) და „Prospect magazine“ (ბრიტანეთი).

მარის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში<ref>http://www.parnasi.ge/?BookID=5764</ref>, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: „დები“ (2009წ), „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ (2010წ), „ლევ“ (2012წ).

2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ელექტროთაობა“.<ref>http://sulakauri.ge/books/single/655/</ref>

== სქოლიო ==

{{სქოლიოს სია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარი_ბექაური“-დან