ლაჟვარდოვანი ნაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Nice-night-view-with-blurred-cars 1200x900.jpg|მინი|300პქ|საფრანგეთის რივიერის ნაწილი - ''ინგლისური ნაპირი''. ქალაქი [[ნიცა]] ([[საფრანგეთი]]).]]
[[ფაილი:Cap Ferrat.JPG|მინი|300პქ|საფრანგეთის რივიერა. სენ-ჟან-კაპ-ფერა.]]
'''ლაჟვარდოვანი ნაპირი''' ({{lang-fr|Côte d'Azur;}} იგივეა რაც '''''საფრანგეთის რივიერა''''') — [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] მთაგორიანი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. მდებარეობს ქალაქ [[ტულონი]]ს სამხრეთით. საფრანგეთის რივიერის ფარგლებშია აგრეთვე სახელმწიფო [[მონაკო]]. ოფიციალური საზღვრები არ არსებობს, თუმცა ჩვეულებრივ განიხილება როგორც სანაპირო ზოლი, რომელიც ვრცელდება [[იტალია|იტალიიდან]] [[აღმოსავლეთი]]თ სენ-ტროპემდე, იერამდე და კასისამდე.<ref name="Côte d 2000 p. 448">"Côte d'Azur, côte méditerranéenne française entre Cassis et Menton" ("Côte d'Azur, French Mediterranean coast between Cassis and Toulon") in ''Dictionnaire Hachette encyclopédique'' (2000), p. 448.</ref><ref name="Côte d 2005">"Côte d'Azur, Partie orientale du littoral français, sur la Méditerranée, de Cassis à Menton" ("Côte d'Azur, Eastern part of the French coast, on the Mediterranean, from Cassis to Menton"), in ''Le Petit Larousse illustré'' (2005), p. 1297.</ref> აღნიშნული სანაპირო ზოლი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საკურორტო ზონას. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო როგორც ზამთრის კურორტი, რომელიც განკუთვნილი იყო ბრიტანელიბრიტანული საზოგადოების უმაღლესი ფენისათვის.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] შუა წლებში რკინიგზის გაყვანის შემდეგ გადაიქცა [[ინგლისელები]]ს, [[რუსები]]სა და სხვათა არისტოკრატების დასვენების ადგილად (მათ შორის [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალი ვიქტორია]], [[ედუარდ VII]], [[უელსის პრინცი]]). ზაფხულის თვეებში წარმოადგენდა როტშილდების ოჯახის დასვენების ადგილს. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] პირველ ნახევარში საფრანგეთის რივიერას სტუმრობდნენ გამოჩენილი მხატვრები და მწერლები. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომამდე]] ([[1914]]-[[1918]]) რივიერის კურორტები იყო [[ტუბერკულოზი]]თ დაავადებულთა მკურნალობის ცენტრი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ რივიერა წარმოადგენდა ტურისტების პოპულარული დასვენების ადგილს. ოფიციალურო მონაცემებით სანაპირო ზოლის ფარგლებში სახლობს 163 ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორისაა 83,962 უცხოელი.<ref name="fcz" />