თევზები (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: vi:Song Ngư (chiêm tinh)
No edit summary
ხაზი 4:
| სახელწოდება = თევზები
| სიმბოლო = [[თევზები|თევზი]]
| დას_საწყისი = [[1918 თებერვალი]]
| დას_ბოლო = [[20 მარტი]]
| სიდ_საწყისი = [[15 მარტი]]
ხაზი 21:
'''[[ფაილი:Pisces2.jpg|thumb|250px|left|თევზები]]
 
'''თხის რქა''' ('''{{Unicode|♓}}''') — [[ზოდიაქო]]ს ნიშანი. იგი არის რიგით მეთორმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 18 თებერვლიდან 20 მარტამდე.
== ნიშნის ზოგადი დახასიათება ==
დიდი ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეუბნებიან: „ის, რომ თქვენ თევზები ხართ, ეს ერთია; ის, რომ ორი თევზი ხართ, ეს მეორე; მაგრამ ის, რომ ერთი თქვენგანი დინების მიმართულებით მიცურავს, მეორე კი — საპირისპირო მხარეს, ეს კიდევ სულ სხვაა“. სწორედ ეს არის თევზების ნიშნის პიროვნების ტიპის სირთულე.
 
ბევრი ასტროლოგი დაეთანხმება იმ აზრს, რომ თევზები — ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ექსცენტრულები არიან. მათი მმართველი — ნეპტუნი — რევოლუციური, მისტიკური ნიშანია, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის დაშორებული. თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთათვის მას ნევროზულობა და მშფოთვარება მოაქვს.
 
თევზები — ზოდიაქოს ბოლო ნიშნანია და როგორც წესი, ეს ადამიანებიც თავის თავს ბოლო ადგილზე აყენებენ. ისინი უანგაროდ იგებენ სხვების გულს. თევზები წყლის მე-3 ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გადამეტებით ემოციურები და თავისებურად ვნებიანები არიან. თუკი თევზების ძლიერი ემოციები და ვნებები დადებითადაა მიმართული, ისინი ადამიანთა მოხიბვლის იარაღად გარდაიქმნება, ხოლო როცა ეს გრძნობები სუსტია, ამან შეიძლება თევზების თვითგანადგურება გამოიწვიოს.
 
თევზებმა უნდა იბრძოლონ და დაიცვან თავი ისეთი ადამიანების პირდაპირი კრიტიკისგან, ვისაც მათი მისტიკური სამყაროსი არ ესმის. თევზების სულიერი ნაიარევები დიდხანს არ ხორცდება.
 
თევზებს უყვართ წამებულის როლის თამაში. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარი თავის შეცოდების ტენდენციას, ისევე როგორც საკუთარი თავის უგულვებელყოფას. თევზები მორცხვები და მორიდებულები არიან, მაგრამ ამავდროულად ნერვიული და ენერგიით სავსენი. ეს ყველაფერი მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი მუდამ ყოყმანებენ და აფორიაქებული არიან. თევზები ხშირად ღელავენ და უმნიშვნელო საკითხებსაც კი მძაფრად განიცდიან.
 
ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ძალიან მიმნდობი ხასიათი აქვთ და ამიტომაც მათი მოტყუება საკმაოდ ადვილია. თუმცა, თუ მათ გაიგეს, რომ ვინმემ მოატყუა, ისინი შეიძლება უზომოდ ეჭვიანები და ჩაკეტილები გახდნენ. მათი ინტელექტი ალივით გიზგიზებს: ხან შეკავებულია, ხან მხიარული და გონებამახვილური, ხან პირიქით მკრთალი, მიძინებული და მელანქოლიური.
 
მაგრამ თევზები არ უნდა დაიბნენ ამ თვისებების გამო, რადგან არსებობს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი, რომლებმაც ყველაფრის გადალახვა შეძლეს და სახელიც კი გაითქვეს: [[ჯორჯ ვაშინგტონი]], [[მიქელანჯელო]], [[ვიქტორ ჰიუგო]], [[ალბერტ აინშტაინი]], [[ენრიკო კარუზო]], [[ფრედერიკ შოპენი]] და ა. შ.
 
<br />
{{ზოდიაქო}}
<br />
 
[[კატეგორია:ასტროლოგიური ნიშნები]]